მთავარი » 2009 » თებერვალი » 28 » Save Flash 4 - სწრაფად და მარტივად…
Save Flash 4 - სწრაფად და მარტივად…
3:39 PM

მოკლედ ბევრი მითქმამოთქმის შემდეგ თუ როგორ უნდა გადმოგვეწერა ვიდეოები Youtube-დან და სხვა ვიდეოპორტალებიდან ერთ მშვენიერ დღეს დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ჩვენს საიტზე დაიდო მეტად სკანდალური პოსტი "როგორ მოვტეხოთ ვიდეო YouTube-დან?" რომელშიც გამოყენებული იყო პროგრამა YouTube Downloader... 

დაახლოებით წელიწად ნახევრის შემდეგ შემოდიან დიად PCMania-ზე დიადი "ჰაკერები" და ამბობენ რომ თურმე რადროს YouTube Downloader-ია, არსებობს კიდევ უფრო მარტივი ხელსაწყო "Save Flash"-ი რომლითაც ისინი სწრაფად და მარტივად იწერენ ვიდეოპორტალებიდან ფლეშ ვიდეოებს. 

მოკლედ იმ YouTube Downloader-ის პოსტიდან წელიწად ნახევრის შემდეგ, ამ პოსტში მინდა დავეთანხმო დიად "ჰაკერებს" და ვთქვა რომ მართლაც არსებობს ასეთი იარაღი რომლითაც თავისუფლად გადმოწერთ ნებისმიერ ფლეშ ობიექტებს ვებგვერდებიდან. 

დიდი შესავალის და ბევრი ბოდიალის შემდეგ წარმოგიდგენთ ჩვენს თანამედროვე მხსნელს "Save Flash 4-ს"!

ამიერიდან ნებისმიერი ვებგვერდიდან თქვენ შეგიძლიათ მოხსნათ ნებისმიერი ფლეშ ობიექტი, იქნება ეს: თამაში, ვიდეო, ანიმაცია, ჩარჩო, მისალოცი ბარათი თუ სხვა. Save Flash-ის დახმარებით შეძლებთ სწრაფად და მარტივად შეინახოთ ვიდეოები სხვადასხვა ვიდეოპორტალებიდან, რათქმაუნდა YouTube-დანაც.

თქვენ მხოლოდ საჭიროა გამოიყენოთ შესაბამისი ღილაკი:

რომლითაც თავისუფლად შეინახავთ ვიდეოს სასურველ ფოლდერში. 

სამწუხაროდ ეს პროგრამა არ მოქმედებს ქართულ ვიდეოპორტალებზე (მაგ: MyVideo.ge), ამ უკანასკნელის სტრუქტურა შეიცვალა და შესაბამისად მათგან ვიდეოს გადმოსაწერად ახალი მეთოდია საჭირო რომელზედაც მომდევნო პოსტებში ვისაუბრებთ.

Save Flash-ი ინტეგრირდება თქვენს საყვარელ Internet Explorer-ში და შემდგომ იქიდან განაგებს ფლეშ სამყაროს. ინსტალაციაც მარტივად მიდის, მოყვება მრავალენოვანი მხარდაჭერა.

მოკლედ Save Flash-თან ერთად არ მოიწყენთ (ახლა უკვე Vista-ს მომხმარებლებიც )  

ამასობაში ჩვენი Download-ის დროც მოვიდა  

ეს ოფიციალური ვებგვერდიდან:
Download/გადმოწერა

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1060 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები