მთავარი » 2009 » მარტი » 9 » Windows 7 (Beta 1, Build: 7000)
Windows 7 (Beta 1, Build: 7000)
3:50 PM

ძია ბილის წასვლის შემდეგ MS-მა გადაწყვიტა ემუშავა ძველი ვინდოუზავრებისაგან განსხვავებული რაიმე ახალი, ინოვაციური ოპერაციული სისტემის შექმნაზე. როგორც PDC 2008-ზე  გაირკვა ინოვაციური ვინდოუზავრის სახელი უნდა ყოფილიყო  "7" :D გაგეცინათ არა ? დიახ ნამდვილად სასაცილო სახელწოდებაა აქვს ჩვენს ახალ ოპ-სისტემას, თუმცა არც მის წინამორბედს აქვს ნაკლებად იუმორით ახსავსე სახელი. VISTA - ლატვიურად ქათამს ნიშნავს, ასე რომ ვინდოუს ქათამის (Windows VISTA) მერე სამყაროს ევლინება ვინდოუს შვიდი (Windows 7) :P

შესავალი

ბევრი მითქმამოთქმის მერე ჩვენს უკიდეგანო ინტერნეტში გამოჩნდა ფიფქიას და შვიდი ჯუჯას სხვადასხვა ბილდ ვერსიები მისივე საინსტალაციო DVD-ებითურთ. საბოლოო ვერსია, რომელზეც MS შეჩერდა იყო Build 7000 რომელზეც თითების კვნეტითა და გულისფანცქალით ფიქრობდნენ რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ის რჩეული რომელსაც უნდა რქმეოდა Windows 7 Beta1. ასეც მოხდა!  Build 7000 "გაბაზრდა" როგორც "Windows 7 Beta1" და სულ რამოდენიმე დღის წინ (წესით 29-30 იანვარს) ჩვენი საყვარელი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (odnoklasniki-ზე არ ვამბობ, microsoft-ი ვიგულისხმე!) გამოჩნდა პირველი ბეტა ვერსია რომელზედაც დღეს გესაუბრებით..

აღწერა და სიახლეები

მოკლედ გული მიგრძნობს რომ თქვენი უმრავლესობა მაინც 2002 წლის დანჯღრეული ვინდოუს "ხპ"-თი კითხულობს მაგრამ შევეცდები თეორიულად მაინც მოვახერხო იმ სამოთხის აღწერა რომელსაც შვიდი ჯუჯას ავტორები (არა რა უოლტ დისნეი ?! ) გვპირდებიან.. მოკლედ ჩვენი ვინდოუზავრის ახალ ვერსიაში შეხვდებით შემდეგ ზიზილ-პიპილოებს:

გაუმჯობესებულია taskbar-ი და სრულ-ეკრანზე გადათვალიერება

taskbar სწორედ ის ადგილია რომელსაც ერთი ფანჯრიდან მეორეში გადასართველად ვიყენებთ. აქ შეგიძლიათ თანმიმდევრულად განალაგოთ თქვენი სასურველი იკონკები, ხოლო სანამ ერთი ფანჯრიდან მეორეზე ისკუპებთ შეგიძლიათ ჰოპას დაძახებამდე მომდევნო ფანჯარა full screen-ით შეათვალიეროთ.

Jump Lists

ეს ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ თქვენს მიერ გამოყენებად პროგრამებში მის გაუხსნელად პირდაპირ სტარტ მენიუშივე ნახოთ თქვენს მიერ ნამუშევარი ბოლო რამდენიმე ფაილი. მაგალითად თუ თქვენ წერდით ვორდში რაიმე ტექსტს და უცბად გამორთეთ. ვორდის გაუხსნელად პირდაპირ სტარტ-მენიუშივე ვორდის პიქტოგრამასთან მიტანით თქვენ გამოგივათ ის სია რომელ დოკუმენტეთანაც მუშაობდით ახლახანს და რომელი დოკუმენტებიც იქნა გახსნილი ამ ბოლო პერიოდში.

ახლებური ნავიგაცია ფანჯრებს შორის

მაუსის ისრის ჩავლებისთანავე ნებისმიერ ფანჯარაზე შეირძნობთ ჩვენი ვინდოუზავრის ახლებური ნავიგაციის უნარს. ვინდოუს 7 გიადვილებთ მუშაობას სხვადასხვა ფანჯრებთან..

Internet Explorer 8 Beta 2

ახალი ბრაუზერი ახალ ვინდში..  რომელიც გეხმარებათ  აკეთოთ ყველაფერი სწრაფად Online-ზე. მისი ინოვაციური ცვლილებები გაძლევთ საშუალებას მცირე ძალისხმევით მიიღოთ მეტი ინფორმაცია.

მისი სწრაფი ძიების მექანიზმი საძიებო სიტყვის ნახევრად შეყვანისასაც კი სწრაფადვე გიგდებთ მის სავარაუდო ვარიანტებს თავისივე დასურათებებით. თქვენ შეიძლება შეიყვანოთ მხოლოდ პირველი სამი ასო და იმწავსვე მიიღოთ სასურველი შედეგი, ესეც დროის დიდი ეკონომია.

მასში ჩაშენებული აქსელერატორები გი გაძლევთ საშუალებას ნაკლები ძალისხმევი იპოვოთ მონიშნული სიტყვის ან წინადადების გარშემო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. მაგალითად რაღაც ტექსტში რომელიმე სიტყვა ან ქალაქი თქვენთვის უცნობია, უბრალოდ მონიშნავთ სასურველ სიტყვას და აქსელერატორის ლურჯი ღილაკის დახმარებით მიიღებთ ამ სიტყვის თარგმანს ან მონახავთ თქვენთვის უცნობ ქალაქს რუკაზე..

ამავდროულად ახალი Web Slices-ს ფუნქცია გაძლევთ საშუალებას თქვენს ავორიტებში არსებულ ვებვერდებზე შეუსვლელად ერთი მარტივი დაჭერით ნახოთ არის თუ არა რაიმე სიახლე მოცემულ ვებგვერდზე.. თუნდაც თ ამინდის პროგნოზი გაინტერესებთ ერთერთ ვებგვერდზე, მასზე შუსვლელად მარტივი მოძრაობით გაიგებთ ტემპერატურას სასურველ ქალაქში.

Windows Live

მოქნილი ინსტრუმენტი მომხმარებლებისათვის რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაიკროსოფტის ის სასურველი პროგრამები რომლებსაც ვინდოუს 7 უჭერს მხარს. მაგალითისათვის შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ Windows Live Messenger, Photo Gallery, Mail, Writer, Movie Maker და სხვა.

საუკეთესო device management-ი

შვიდი ჯუჯას ახალ ვერსიაში აღარ გექნებათ ლეგენდარული დრაივერების პრობლემა. ახალი მენეჯმენტ სისტემის საშუალებით უფრო ადვილად მართავთ იმ აპარატურას რომელიც კომპთან იქნება შეერთებული, იქნება ეს პრინტერი, სკანერი, პლეიერი, ტელეფონი თუ უბრალოდ ფლეშკა.

ვინდოუს 7-ის ახალი ტექნოლოგიის Device Stage-ის გამოყენებით გეძლევათ საშუალება იქონიოთ ინტერაქტიული ურთიერთობა ნებისმიერ აპარატურასთან და ერთ ფანჯარაშივე შეამოწმოთ მოწყობილობის მდგომარეობა, შეამოწმოთ მისი სტატუსი და აწარმოოთ სხვადასხვა ბრძანებები.

HomeGroup

HomeGroup ტექნოლოგიის გამოყენებით თქვენ გიადვილდებათ ქსელის შექმნა სახლში. იმ კომპებზე რომლებზეც აყენია Windows 7 მარტივად და უფრო სასარგებლოდ შეძლებთ ქსელის გაყვანას. ამ ტექნოლოგიით ადვილად უკავშირდებით სხვა კომპებს და მოწყობილობებს თქვენი სახლის უკაბელო ქსელში, ამიტომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაუშვათ ქსელში ფაილები, ფოტოები, მუსიკა და თუნდაც პრინტერი გამოსაყენებლად. იმისათვის რომ ამ ტექნოლოგიით ისარგებლოდ დასაწყისისთვის საჭოროა ორი კომპი მაინც რომელზეც Windows 7 აყენია.. მას შემდეგ რაც მორჩებით homegroup-ში გაწევრიანებას თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Network and Sharing Center-ი იმისათვის რომ აკონტროლოთ ვის მისცეთ უფლება და ვის არა გამოიყენოს თქვენს კომპში არსებული ინფორმაცია...

ზოგადად სხვა "ნავაროტკები"

მოკლედ ვინდოუზავრ 7 ერთი დიდი სიახლეა რომელშიც მაქსიმალურადაა გამოსწორებული ყველა პრობლემა. ამიერიდან მასში აღარ აგიშლით ნერვებს ნელა ჩატვირთვა ან გამორთვა, თუნდაც მძინარე მდგომარეობიდან გამოსვლა ან ჩვეულებრივ მუშაობის რეჟიმში ჭედვა. ეს ყველაფერი სწრაფად და მარტივად ხდება, ხოლო თუკი რაიმე პრობლემა შეიქმნა თქვენი საყვარელი ვინდოუზავრი თვითონვე გეხმარება მის გამოსწორებაში..

ნოუთბუქზე ელემენტით მუშაობის შემთხვევაში ცოტათი შესვენების დროს სისტემა ავტომატურად იწყებს ენერგიის შენახვის რეჟიმში გადასხვლას და შედეგად ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაც იზრდება..

თუკი იმის პრობლემა გაქვთ რომ მოგბეზრდათ ერთიდაიგივე დიზაინის ინტერფეისში მუშაობა, არც მაგაზე გაწყენინებენ. სისტემას თავისით მოყვება სხვადასხვა დიზაინის თემები და ფუნქციები. თქვენ შეიძლება დააყენოთ სლაიდშოუ თქვენს დესკტოპზე ან შეცვალოთ ფერების სქემა. მიიღოთ ახალი სქრინსეივერები, ვოლფეიერები და ხმებიც კი გამოცვალოთ ახლებით.. თქვენ შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ ახალი თემები ან შექმნათ თქვენი საკუთარი ინტერპრეტაციით. ამ მხრივ ვინდოუს 7-ს სამყარო მდიდარია.

ზოგჯერ ხდება რო ტვინს გიჭამთ ესა თუ ის ევრორები გრანდიოზული პოემებით რომელთა წაკითხვა ძალიან გვეზარება და ბრმა იუზერებივით პირდაპი OK-ს ვუტყაპუნებთ. ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ აკონროლოთ თქვენი ტვინის ჭამის ლეველი ევრორებისაგან და ვინდოუსის  Action Center-ის საშუალებით მიიღოთ შეტყობინება რაიმე მომხდარის შესახებ თუმცა მისი წაკითხვა და გამოსწორება უბრალოდ სხვა დროისათვის გადადოთ..

თანდათან დგება ერა როდესაც მაუსი და კლავიატურა აღარაა საჭირო. თუ მოხდა ისე (ღმერთმა ქნას) რომ შეიძინეთ Touch-Screen-ი არც აქ შეგექმნებათ რაიმე პრობლემა. Win7 თავისუფლად მუშაობს ასეთი ტიპის მოწყობილობებთან, მისი საშუალებით თქვენ დაუკრავთ მუსიკას, დაათვალიერებთ, გაადიდებთ ან დააპატარავებთ ნებისმიერ გამოსახულებას და კიდევ უამრავ მოქმედებას შეასრულებთ რაც მთავარია სწრაფად და მარტივად, თქვენი თითების გამოყენებით.

ამავდროულად  Win7-ის ახალი ფუნქციის Handwriting recognition-ის საშუალებით შეძლებთსპეციალური კალმით წეროთ თუნდაც ურთულესი მათემატიკური ფორმულები, ამ ყველაფერს Win7-ი თავისუფლად აღიქვამს და გადაიტანს Word-ში.

რათქმაუნდა ახალ ო.ს.-ს კიდევ ბევრი ახალი ფუნქცია გააჩნია რომლგებსაც ნელნელა შემდგომ მიმოვიხილავთ და გავეცნობით. მანამდე კი ვეცადე მაქსიმალურად გასაგებად ყოფილიყო აღწერილი ეს ერთი მთლიანი ინოვაციური ვინდოუზავრი რომელსაც მე შვიდი ჯუჯა ვუწოდე :D

თუ თქვენ IT პროფესიონალი ხართ და ეს ინფო არაა საკმარისი თქვენთვის, გირჩევთ ცოტა ინგლისურს მოუხმოთ და წაიკითხოთ ცნობა სპეციალურად  IT-პროფესიონალებისათვის: http://technet.microsoft.com/dd353205.as...

ხოლო მათ ვისაც აინტერესბს გაქაჩავს თუ არა მისი კომპი ახალ ვინდოუზავრს გავაგრძელეთ კითხვა:

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:

1 GHz 32-bit ან 64-bit პროცესორი

1 GB ოპერატიული მეხსიერება

16 GB თავისუფალი ადგილი ვინტზე

DirectX 9 გრაფიკის მხარდაჭერიანი  128 MB მეხსიერების ვიდეოდაფა იმისათვის რომ გაეშვას "Aero theme".

DVD-R/W დრაივი

კავშირი ინტერნეტთან რათა მოახდინოთ  განახლებები

სხვა:

live TV და touch ფუნქციების გამოსაყენებლად რათქმაუნდა საჭიროა შესაბამისი აპარატურა

საჭიროა system recovery disk და მისი გამოყენების ცოდნა
ბეტა ვერსიას ვადა გაუვა  2009 წლის 1 აგვისტოს.

მოკლედ ბეტა ტესტერებო!

იმისათვის რომ ჩამოვქაჩოთ ვაჭერთ Download-ს და გადავდივართ ოფ. საიტზე სადაც ვირჩევთ სისტემის ტიპს, ენას და ვქაჩავთ!

File.ge-ს სერვერიდან:

Windows 7 Beta 1 (build 7000)

Activation Key:

J7PYM-6X6FJ-QRKYT-TW4KF-BY7H9
D67PP-QBKVV-6FWDJ-4K2XB-D4684
HQDKC-F3P6D-C9YYM-HRB89-QDBB7
76DX2-7YMCQ-K2WCP-672K2-BK44W
2RG93-6XVFJ-RKHQ7-D2RTT-3FMQT
TT63R-8JGWP-WWT97-R6WQC-4CVWY
YQJX6-D6TRM-VWBM7-PHDJK-YPXJH
Q7J7F-GQHBT-Q42RQ-2F8XV-2WKKM
KH4X7-JY8G7-RCD7G-BYDJW-YTPXH
WYBJ8-8QVP3-24R82-VV2VP-72Q9W
9DP2R-W78GJ-GJBKW-CKR46-H3WYT
CXB7F-WWCM4-BP9V3-2YH43-RK8Y6
W9BYV-K2TB8-4YDJT-QBQWP-KFDHB
WGDJW-B8DYC-WVKX4-6MKF4-B8PK8
2PHXF-9PBDW-D3WWY-CPDKD-XG87V

კატეგორია: ჩაწერები | ნანახია: 1422 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საიტის მეგობრები