მთავარი » 2009 » აპრილი » 13 » მზე
მზე
2:34 PM

მზის სისტემა
მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9% შეადგენს. მზის მიზიდულობას ”ჩაჭერილი აქვს” მზის მახლობლად მდებარე ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს, საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. 4 შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7 000-ჯერ უფრო შორსაა.

მზე
მზე ტიპიური ვარსკვლავია. სხვა ვარსკვლავების მსგავსად, ისიც წყალბადის გიგანტური სფეროა. მზის ენერგიის წყარო მის ბირთვშია, სადაც ტემპერატურა 15 000 000 გრადუსს აღწევს. ქინძისთავის ამ ტემპერატურამდე გაცხელება რომ შეგვეძლოს, ის 100 კილომეტრის ფარგლებში მდებარე ყველა საგანს ცეცხლს წაუკიდებდა. მზის ბირთვი უწყვეტად ფეთქებადი ბირთვული ბომბის მსგავსია, თუმცა გაცილებით, უფრო დიდია. ის ყოველ წამს 4 000 000 ტონა წყალბადს სითბოდ და სინათლედ გარდაქმნის. გაზი, რომელიც ბირთვს გარს აკრავს, ამ ენერგიას შთანთქავს და მდუღარე ზედაპირზე ააქვს, საიდანაც სითბო და სინათლე კოსმოსში გაიტყორცნება.

მზის ლაქები
დრო გამოშვებით მზის ზედაპირზე ბნელი წერტილები ჩნდება და ქრება. მათ მზის ლაქებს უწოდებენ. ეს ლაქები ბნელი იმიტომაა, რომ გარემომცველ გაზზე რამდენიმე ათასი გრადუსით ცივია. მზის ლაქების მოძრაობაზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ეკვატორი გაცილებით სწრაფად ბრუნავს, ვიდრე პოლუსები.

გვირგვინი
მზეს გარს არტყია გაიშვიათებული ატმოსფერო, რომელსაც გვირგვინი ეწოდება. მისი სიგანე მილიონობით კილომეტრია. მზის ზედაპირი მილიონჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე გვირგვინი, მაგრამ გვირგვინის ტემპერატურა მილიონობით გრადუსით მეტია. ამის მიზეზი არავინ იცის. გაზი გვირგვინში არსებული ხვრელებიდან გამოდის და საათში 3 მილიონი კილომეტრი სიჩქარით კოსმოსში გაიტყორცნება. 

ქარიშხალი მზეზე
მზის უაღრესად ცხელ გაზს მეცნიერები პლაზმას უწოდებენ. ქარიშხლის დროს პლაზმის გიგანტური ბურთები გვირგვინიდან კოსმოსში გამოიტყორცნება. ზოგჯერ აფეთქების ტალღა დედამიწისკენაა მომართული. ჩვენი ატმოსფერო მზის ასეთი გამოსხივებისაგან გვიცავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზის ქარიშხალს ჩვენი ხელოვნური თანამგზავრების განადგურება და ელექტრო გადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. 

ცეცხლის რკალები
პლაზმის უზარმაზარი რკალები მზიდან ასობით ათას კილომეტრზე გამოიტყორცნება და რამდენიმე თვის განმავლობაში კოსმოსში არსებობას განაგრძობს. მეცნიერთათვის ცნობილი უდიდესი რკალი სიდიდით დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილს აღემატებოდა. ეს რკალები, რომელთაც მზის პროტუბერანცებს უწოდებენ, მზის მაგნიტური ველის ფარგლებში რჩება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამ ველის მიზიდულობას თავს აღწევს და მილიარდობით ტონა პლაზმა კოსმოსში გაიტყორცნება.

დაბნელებები
მზის სრული დაბნელება საოცარი სანახავია. რამდენიმე წუთით დღე ღამედ იქცევა. ცა ბნელდება, მასზე ვარსკვლავები ჩნდება, ფრინველები ჭიკჭიკს სწყვეტენ - ეს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი მოვლენაა. დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მზის სინათლეს გზაზე დაბრკოლება ხვდება. მთვარის დაბნელება ხშირი მოვლენაა. დაბნელებები სხვა პლანეტებზეც ხდება, მაგალითად, როდესაც იუპიტერის რომელიმე მთვარე პლანეტის ჩრდილში ექცევა. ამის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით შეიძლება. როდესაც მზის დაბნელებას ვუყურებთ, მზის სინათლისაგან დამცავი სათვალის გაკეთება არ უნდა დაგვავიწყდეს. 

მზის დაბნელება
მზის დაბნელების დროს მთვარე მზისგან მომავალ სინათლეს ეფარება. რამდენიმე წუთით კაშკაშა მზე ქრება. როდესაც მთვარის ჩრდილი სწრაფად კვეთს დედამიწის ზედაპირს ყველა ვინც კი მთვარეს ვიწრო ჩრდილში მოხვდება, მზის სრული დაბნელების მოწმე ხდება. ჩრდილს გარეთ კი მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას ვხედავთ. 

მზის სრული დაბნელება
მზის დაბნელებას, რომლის დროსაც მთვარე მთლიანად ფარავს მზეს, მზის სრული დაბნელება ეწოდება. ეს მდგომარეობა 1-დან 8-წუთამდე გრძელდება. ამ დროს მზის ატმოსფეროს გარე ფენა ანუ მზის გვირგვინი ბნელი სფეროდან გამომავალ თეთრ სვეტებს გავს. 

ბრილიანტის ბეჭედი
მზის სრულ დაბნელებამდე რამდენიმე წამით ადრე მზის უკანასკნელი სხივები მთვარის ღრმულებს გაივლის. ამ დროს მთვარის კიდეზე კაშკაშა ნათება ჩნდება, რომელსაც თავისი მომაჯადოვებელი სილამაზის გამო ბრილიანტის ბეჭედს უწოდებენ. ეს მოვლენა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება.



მთვარის ჩრდილში
ყოველ წელს, სულ მცირე, მზის ორი დაბნელება ხდება, მაგრამ ამ დაბნელებების უმეტესობა ნაწილობრივია - მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს გადაფარავს. მზის სრული დაბნელება დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე მხოლოდ დაახლოებით 18 თვეში ერთხელ ხდება, მაგრამ ეს ტერიტორიები ხშირად ოკეანეში ან მცირედ დასახლებულ ადგილებში მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ მთვარის ჩრდილი მზის დაბნელების დროს დედამიწის ათასობით კილომეტრს გაივლის, მისი სიგანე 100 კილომეტრს იშვიათად აჭარბებს. მზის სრული დაბნელება ერთსა და იმავე ადგილას საშუალოდ მხოლოდ დაახლოებით 330 წელიწადში ერთხელ ხდება.



ავტორი:
რატი გველესიანი
P.S დიდი მადლობა რატის ინფორმაციისათვის!!!
საიტის ადმინი გოგა ბიგანაშვილი!!!


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2878 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 4.7/3 |
სულ კომენტარები: 4
Ñîîáùåíèå # 4  Íàïèñàë: mari (2011-02-05)

didi madloba am saitis avtors : rati gvelesians
Ñîîáùåíèå # 3  Íàïèñàë: mari (2011-02-05)

agfrtovanebuli var
Ñîîáùåíèå # 2  Íàïèñàë: mari (2011-02-05)

biologiashi damchirda .GOOD......
Ñîîáùåíèå # 1  Íàïèñàë: mari (2011-02-05)

dzalian kargi saitia
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
საიტის მეგობრები