მთავარი » 2009 » აპრილი » 25 » Windows XP Mode
Windows XP Mode
9:30 PM
Windows XP Mode

Vista-ს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი უკუთავსებადობის არქონა, ანუ XP-ს პროგრამების ნაწილთან უთავსებადობა გახლდათ. მრავალმა მომხმარებელმა დაკიდევ უფრო მეტმა "მცირე ბიზნესის" წარმომადგენელმა სწორედ ამ მიზეზით არჩია XP-ზე დარჩენა და ჩანს, ეს ხალხი არც 7-ს უყურებს კარგი თვალით - თუ პროგრამა Vista-ზე არ მუშაობს, 7-ზე როგორ იმუშავებს?


როგორც აქამდე ჩანდა, MS ამის გამოსწორებას "დუნედ" ცდილობდა - შვიდის ახალი არქიტექტურა საშუალებას იძლევა ავამუშავოთ რამდენიმე იმ პროგრამათაგანი, რომლებიც Vista-ში არ მუშაობენ, მაგრამ ეს დიდს არაფერს ნიშავს, მომხმარებლებს სრული უკუთავსებადობა სჭირდებათ.

და, ბოლოს და ბოლოს, გუშინ WindowsTeamBlog.com-ზე გაკეთდა განცხადება Windows XP Mode-ის შესახებ, ეს გახლავთ Microsoft Virtual PC-ზე დაშენებული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, Windows XP-ს ნებისმიერი პროგრამა გავუშვათ შვიდში!

ტექნოლოგია შემდეგნაირად მუშაობს - მომხმარებელი ჩამოტვირთავს საინსტალაციო პაკეტს, რომელშიც მოთავსებული იქნება გამზადებული, ოფიცალური ლიცენზიის მქონე XP-ს ვირტუალური მანქანა. სასურველი ძველი პროგრამები უნდა დაინსტალირდეს ამ ვირტუალურ მანქანაში, რის შემდეგაც მათი Shortcut-ები გაჩნდება სტარტ მენიუში და მათი გაშვება შესაძლებელი იქნება ვირტუალური მანქანის ჩართვის გარეშე, პირდაპირ Windows 7-ის დესკტოპზე!

ეს სიამოვნება აბსოლუტურად უფასოდ იქნება მისაწვდომი Windows 7 Professional, Enterprise და Ultimate ვერსიების მფლობელთათვის. გაურკვეველია სიტუაცია სხვა ვერსიებისთვის, ჯერ ცნობილი არაა, მათთვის XP Mode საერთოდ არ იქნება მისაწვდომი თუ დამატებითი გადასახადის გადახდა იქნება საჭირო.

ჯერჯერობით პროგრამა შიდა ტესტირების სტადიაშია და მისი ბეტა ვერსია Windows 7 RC-სთან ერთად იხილავს დღის სინათლეს, მისი ფინალური ვერსიის გამოშვება კი Windows 7 RTM-ის გამოსვლისას იგეგმება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1104 | დაამატა: rija | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
საიტის მეგობრები