მთავარი » ჩაწერები
  ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ||ჩაწერები
ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ
ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ

Opera-ს მომხმარებლებს ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ქრება ძველი ჩამოტვირთვები ჩამოტვირთვების მენეჯერიდან სისტემის გადატვირთვის შემდეგ და ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ ხანდახან დაუმთავრებელი ჩამოტვირთვებიც ქრებიან ჩამოტვირთვების მენეჯერიდან. არადა ხანდახან ეს დაუმთავრებელი ჩამოტვირთვა 1.5 გიგაბაიტიანი ფილმის 90%-ზე მისული ნაწილია! დღეს ვისწავლით, როგორ აღვადგინოთ და გავაგრძელოთ სისტემის გადატვირთვის შემდეგ გამქრალი ჩამოტვირთვები.



თუ გადატვირთვის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ჩამოტვირთვა გაქრა, გააკეთეთ შემდეგი:

  1. დაიწყეთ იმავე ფაილის გადმოწერა, შეინახეთ იმავე საქაღალდეში, სადაც ფაილის  დაუმთავრებელი ნაწილია შენახული
  2. დააპაუზეთ ჩამოტვირთვა
  3. წაშალეთ ფაილის ახლად ჩამოტვირთული ნაწილი
  4. ფაილის ძველ ნაწილს დაარქვით ახალი ნაწილის სახელი
  5. გააგრძელეთ ჩამოტვირთვა

ამის შემდეგ დაინახავთ, რომ თურმე ოპერა იწერს 450 მბ/წმ სიჩქარით, მაგრამ არ გაგიკვირდეთ - ბრაუზერის ჩამოტვირთვის სიჩქარის გამომთვლელ ალგორითმს თავგზა აქვს აბნეული ჩვენი ტრიუკებით :-)

იგივე მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ, თუ ემთხვევით ჩამოტვირთვა წაგეშლებათ ან უცებ აღმოაჩენთ, რომ ფაილის უფრო სწრაფი სარკე (mirror) არსებობს.

აღებულია ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Symantec Corporate 10||ჩაწერები

შეიძლება ითქვას რომ ყველაზე კომპაქტური ანტივირუსია რაც კი გამოშვებულა . ანუ არ გიჭამთ ტვინს კუთხეში ნათებით, არ იცვლის ფერებს, არ ბზიკინებს, არ აგდებს ერორებს და რაც მთავარია არ ტვირთავს კომპიუტერს როგორც ეს სხვა ანტივირუსებს სჩვევია.
(ვაბანძებ კასპერსკის,ავასტს და ნოდარის)


წაშალეთ სხვა ანტივირუსი(ები) , შემდეგ გამორთეთ ვინდოუსის აპდეიტები და ფაირვოლი.

შემდეგ გადმოწერეთ აქედან:

გადმოწერა/Download


ამოაარქივეთ. გაუშვით .გადმოაქაჩინეთ რაღაცეები . და ვსო.

არ უნდა ამას პაროლების და ზეთის გამოცვლა ყოველ დილა-საღამოს.
(ნასკების კიდე)


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:1 
  Windows 7 (Beta 1, Build: 7000)||ჩაწერები

ძია ბილის წასვლის შემდეგ MS-მა გადაწყვიტა ემუშავა ძველი ვინდოუზავრებისაგან განსხვავებული რაიმე ახალი, ინოვაციური ოპერაციული სისტემის შექმნაზე. როგორც PDC 2008-ზე  გაირკვა ინოვაციური ვინდოუზავრის სახელი უნდა ყოფილიყო  "7" :D გაგეცინათ არა ? დიახ ნამდვილად სასაცილო სახელწოდებაა აქვს ჩვენს ახალ ოპ-სისტემას, თუმცა არც მის წინამორბედს აქვს ნაკლებად იუმორით ახსავსე სახელი. VISTA - ლატვიურად ქათამს ნიშნავს, ასე რომ ვინდოუს ქათამის (Windows VISTA) მერე სამყაროს ევლინება ვინდოუს შვიდი (Windows 7) :P

შესავალი

ბევრი მითქმამოთქმის მერე ჩვენს უკიდეგანო ინტერნეტში გამოჩნდა ფიფქიას და შვიდი ჯუჯას სხვადასხვა ბილდ ვერსიები მისივე საინსტალაციო DVD-ებითურთ. საბოლოო ვერსია, რომელზეც MS შეჩერდა იყო Build 7000 რომელზეც თითების კვნეტითა და გულისფანცქალით ფიქრობდნენ რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ის რჩეული რომელსაც უნდა რქმეოდა Windows 7 Beta1. ასეც მოხდა!  Build 7000 "გაბაზრდა" როგორც "Windows 7 Beta1" და სულ რამოდენიმე დღის წინ (წესით 29-30 იანვარს) ჩვენი საყვარელი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (odnoklasniki-ზე არ ვამბობ, microsoft-ი ვიგულისხმე!) გამოჩნდა პირველი ბეტა ვერსია რომელზედაც დღეს გესაუბრებით.. ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Windows Defender - გაამყარე შენი ციხესიმაგრე!||ჩაწერები

Windows Defender - ბიძია ბილის დაცვის სისტემა რომელიც დამიჯერეთ ნამდვილად ეფექტურია.. ფანჯრულ-დეფენდერი გამოიყენება კომპიუტერის დასაცავად გულის შემაწუხებელი POP-UP-ებისაგან და სხვადასხვა მავნე ობიექტების დეტექტირებისათვის და მოშორებისათვის, როგორებიცაა Spyware-ები და მათი ბიძაშვილები (ეგენი ჩინელებივით მრავლდებიან). ეს უტილიტა თავისი ბეტონის ციხესიმაგრით დაგეხმარებათ თქვენი სისტემის მუშაობის უნარის გაუმჯობოსებაში.




Windows Defender ჩემი აზრით ანტივირუსის დამხმარე საუკეთესო საშუალებაა, Defender-ის გამოყენებით თქვენი სისტემა ორმაგად დაცული ხდება მითუმეტეს რომ ესეც ჩვენი "საყვარელი" Microsoft-ის ნაწარმია და შესაბამისად სპეციალურად Windows-ის პლატფორმაზეა შექმნილი. ხო რაც მთავარია ჩვენს ციხესიმაგრუკას გააჩნია Real-Time Protection სისტემა, ანუ სკანირების გარეშეც თუ რაიმე მავნე გააქტიურდა სისტემაში უმალვე წაავლებს და სამსჯავროზე გამოიყვანს თქვენს წინაშე! თან გეტყვით ვინაა, საიდან მოვიდა, რა უნდა და რამდენად საშიში დამნაშეავეა (ვასრულებდი ჩემ კვარდრატზე შემოვლას.. და ა.შ) . ამ დროს იგი აჩერებს იმ აღმ ... კითხვის გაგრძელება »

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Skype 4.0 Beta - მესენჯერ რევოლუცია!||ჩაწერები

აი უკვე კარს მოგვადგა ახალი 2009 წელი, რათქმაუნდა დაიწყო ახალი ერა, მოივიდა ახალი იდეები, ახალი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები, ახალი ფერები ჩვენს ცხოვრებაში და ახალი Skype ჩვენი კომუნიკაციის სამყაროში!

ამიერიდან თქვენ ხელთ გაქვთ მესენჯერის ახალი თაობა რომელიც დაგეხმარებათ მოგცემთ მაქსიმალურად კომორტულად გქონდეთ კავშირი თქვენს საყვარელს ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან თუ ბიზნეს პარტნიორებთან. Skype-ს რიგით მე-4 ვერსია რომელიც შეიქმნა იმისთვის რათა ყველაზე შორს ყველაზე ახლო კონტაქტის საშუალება გქონდეთ. ამიერიდან მისი სამომხმარებლო ინტერფეისი კიდევ უფრო ლამაზი და გამარტივებულია. გაუმჯებესებულია შემომავალი და გამავალი ზარების სისტემა, ხმის ხარისხი და ვიდეო ზარის მექანიზმი. თქვენს ექაუნთში შესვლისთანავე სულ სხვა სამყარო დაგხვდებათ - ეს ხომ მესენჯერების ახალი ერაა!

შენიშვნები:

* რადგანაც მიჩვეული ხართ სკაიპის ძველ სახეს ახალი ინტერფეისი შეიძლება უცხო აღმოჩნდეს თქვენთვის.

* სამწუხაროდ ამ ვერსიაში აღარ მუშაობს Skype_Luncher ანუ ამ ვერსიაში ჯერჯერობით 2 Skype-ს ერთდროულად გაშვებას ვერ შეძლებთ

* ეს Skype 4.0-ის მესამე ბეტა ვერსიაა რაც გულისხმობს რომ პროგრამა ჯერ კიდევ არაა სრულყოფილი და ტესტის რეჟიმშია

ასეა თუ ისეა საკმაოდ საინტერესო სიახლეა და ვისაც დაგემოვნება გსურთ:

... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები