მთავარი » 2009 » იანვარი » 18 » 2009 Mercedes-Benz SLR Stirling Moss
2009 Mercedes-Benz SLR Stirling Moss
12:48 PM

ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ გამარჯვებისათვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს: ტექნიკური უზრუნველყოფაც, ბიუჯეტიც, ნიჭიერი მმართველებიც, მაგრამ გარემოება მოახლოებულ ტრიუმფს კრახად გადააქცევს-ხოლმე. 1955 წელს Mercedes-Benz 300 SLR -ავტომობილების წარმატებების სერია ლე-მანეს შეჯიბრში საშინელმა კატასტროფამ შეწყვიტა. კატასტროფამ, რომელმაც 82 მაყურებლის და ერთი პილოტის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად ჩემპიონატის მოგებისა, კომპანიამ შეწყვიტა რბოლებში მონაწილეობა.
რა აკლდა SLR McLaren -სუპე ავტომობილს დასახული მიზნების მიღწევისათვის? იქნებ ცოტაოდენი ვნება? ან იქნებ მერსედესი საერთოდ არ უნდა იყოს სუპერ-ქარი? ბოლოსდაბოლოს, ხომ იყიდება AMG-მონსტრების მხოლოდ იმიტომ რომ ამ კონცერნის ნაწარმია? ასეა თუ ისე, მსოფლიოში არ მოიძებნა საკმარისი მსურველი, რომელიც ახალ მოდელს შეიძენდა.

Mercedes-ის 2008 წლის დაბალი გაყიდვებით უკმაყოფილო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა „მესამასე" მოდელის მემკვიდრე სუპერ-ქარი - SLR McLaren - სამოდელო რიგიდან ამოეღოთ. „SLR"-წიგნის უკანასკნელი ფურცელი ტედტროიტის ავტოსალონზე გადაიშლება. გერმანელები ლიმიტირებულ ვერსიას წარადგენენ. მისი სახელია - Stirling Moss და იგი 50-იანების სახელოვანი პილოტის, 3-ქიმიანი ვარსკვლავის ღირსეული დამცველის საპატივცემულოდ შეირჩა.

სფაიდერის ზურგს თუ არ ჩავთვლით, რომელიც სრულიად გამორიცხავს სახურავის არსებობას - ტექნიკურად ავტომობილი სრულად იმეორებს SLR 722-ს. V8 5.4 ძრავი ისევ 650 ცხ.ძ და 820 ნმ - სიმძავრეს ავითარებს. არაჩვეულებრივი მასის მქონე ავტომობილის 0-დან 100 კმ/სთ-ს 3.5 წმ-ში ავითარებს და 350 კმ/სთ ზღვარს მალე უახლოვდება.

იგი ყველაზე სწრაფი მოდელია SLR-ოჯახიდან და საერთოდაც, უსწრაფესი ღია სერიული ავტომობილი მთელს მსოფლიოში. 120 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას თუ დაამუხრუწებთ, მგზავრების უკან ამოიზრდება განსაკუთრებული სპოილერი - ერთგვარი საჰაერო მუხრუჭი. იგი 50-იანი წლების სუპერქარშიც გამოიყენებოდა. თანამედროვე მსოფლიოში კი ყველაზე მეტად Bugatti Veyron-ში ამოიცნობთ.

უკანასკნელი SLR-ს აწყობას მხოლოდ რამდენიმე თვე დაჭირდება: 2009 წლის ივნისიდან დეკემბრამდე. წარმოება უოკინგში უნდა წარიმართოს. შეზღუდული ვერსია მხოლოდ 75 ეგზემპლიარად გამოვა და თითოეული მათგანის ღირებულება 750 ათასი ევრო იქნება. ყოველმა მათგანმაც რომ იპოვოს თავისი მყიდველი, SLR McLaren-პროექტს მაინც ვერაფერი გადაარჩენს.დასკვნითი ვერსიისათვის შერჩეული სახელი თითქოს, მწარე ირონიის შედეგია. სტირლინგ მოსი ხომ მაინც ვერ გახდა ფორმულა 1-ს ჩემპიონი საბოლოოდ. მიყოლებით 4 წლის განმავლობაში იგი ვერცხლის ჯილდოს ჯერდებოდა და სულ უფრო და უფრო ამყარებდა - უიღბლოს პოზიციას. კომპანიის ეს უდიდესი კრახი ალბათ სწორედ ამ სახელს იმსახურებს.


კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1488 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები