მთავარი » 2009 » იანვარი » 27
  eBay Skype-ის გაყიდვას აპირებს?||სიახლეები
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია eBay პოპულარული VoIP-სერვისის Skype-ის გაყიდვას აპირებს. როგორც The Times-ის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, eBay-ს აღამასრულებელმა დირექტორმა ჯონ დონაჰიუმ Skype არაჩვეულებრივ დამოუკიდებელ ბიზნესად შეაფასა და მათი აზრით, ამგვარი შეფასება კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სერვისის გაყიდვის სურვილზე მიანიშნებს. ამას გარდა, დონაჰიუმ აღნიშნა, რომ Skype-ს კომპანიის სხვა განყოფილებებთან მინიმალური კავშირი აქვს. ჯერჯერობით eBay-ს წარმომადგენლებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Microsoft Windows Live-სა და Office Live-ს აერთიანებს||სიახლეები
Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, კორპორაცია საკუთარ ორ სერვისს Windows Live-სა და Office Live-ს ერთ ინტერნეტ-პორტალად გააერთიანებს. ”კომპანიამ მიიღო Windows Live-სა და Office Live-ს გაერთიანების გადაწყვეტილება, რომელიც ასევე გულისხმობს Office Live Workspace-ს და Office Live Small Business-ის ერთი ბრენდის ქვეშ, ინტეგრირებულ სერვისულ ნაკრებად გაერთიანებას”,-ნათქვამია Office Live Workspace-ის პროდუქტ-მენეჯერის კერკ გრეგერსონის განცხადებაში. ჯერჯერობით სერვისების გაერთიანების ზუსტი თარიღი უცნობია. შეგახსენებთ, ამჟამად Office Live და Windows Live დამოუკიდებელი პორტალების სახით ფუნქციონირებს.

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  ბრიტანეთის სკოლებში ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ახალი საშუალებები გაჩნდება!||სიახლეები
დიდი ბრიტანეთის სკოლები განიხილავენ სკანერების დამონტაჟების საკითხს, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეების სახის მეშვეობით იდენტიფიკაცია მოხდება. ახალი ბიომეტირული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოცდა უახლოეს მომავალში დაწიყება. ივარაუდება, რომ ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება ერთდროულად რამდენიმე მიზნისთვის მოხდება. პირველ რიგში, სკანერები ინტეგრირებული იქნება დაშვების კონტროლის სისტემასთან, რათა არ დაუშვას სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიებზე იმ პირთა შეღწევა, რომელთაც ამის უფლება არ აქვთ. მეორეს მხრივ, პარალელურად იგეგმება ბიომეტრიული იდნეტიფიკაციის საშუალებების გამოყენება უნაღდო ანგარიშსწორებისთვის სასადილოებსა და კაფეებში: მოსწავლის იდენტიფიკაციის შემდეგ ბიომეტრიული სისტემა მისი ანგარიშიდან სადილის ღირებულებას ჩამოწერს. ამას გარდა, ივარაუდება, რომ ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეები სწრაფად შეძლებენ წიგნების მიღებას სკოლების ბიბლიოთეკებში. ბიომეტრიული სისტემის საშუალო ღირებულება ერთ სასწავლო დაწესებულბეაზე 1000 ბრიტანულ ფუნტს შეადგენს, ახალი ტექნოლოგიის დანერგვის ინციატორები კი ამტკიცებენ, რომ მოსწავლის იდენტიფიკაციის სიჩქარე 1 წამი იქნება, ხოლო საიმედოობა - გაცილებით მაღალი. ამას გარდა, ახალი ბიომეტრიული სისტემის მომწოდებელი აღნიშნავს, რომ მათი ტექნოლოგიების ადაპტაცია სასწავლო დაწესებულებებთან კომპანიისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან ბავშვების სახეები გაცილებით სწრაფად იცვლება, ვიდრე ზრდასრული ადამიანების. როგორც სკოლებისა და კოლეჯების ხელმძღვანელების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჯონ დანფორდმა განაცხადა, ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენე ... კითხვის გაგრძელება »

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები