მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » ბრიტანეთის სკოლებში ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ახალი საშუალებები გაჩნდება!
ბრიტანეთის სკოლებში ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ახალი საშუალებები გაჩნდება!
3:44 PM
დიდი ბრიტანეთის სკოლები განიხილავენ სკანერების დამონტაჟების საკითხს, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეების სახის მეშვეობით იდენტიფიკაცია მოხდება. ახალი ბიომეტირული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოცდა უახლოეს მომავალში დაწიყება. ივარაუდება, რომ ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება ერთდროულად რამდენიმე მიზნისთვის მოხდება. პირველ რიგში, სკანერები ინტეგრირებული იქნება დაშვების კონტროლის სისტემასთან, რათა არ დაუშვას სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიებზე იმ პირთა შეღწევა, რომელთაც ამის უფლება არ აქვთ. მეორეს მხრივ, პარალელურად იგეგმება ბიომეტრიული იდნეტიფიკაციის საშუალებების გამოყენება უნაღდო ანგარიშსწორებისთვის სასადილოებსა და კაფეებში: მოსწავლის იდენტიფიკაციის შემდეგ ბიომეტრიული სისტემა მისი ანგარიშიდან სადილის ღირებულებას ჩამოწერს. ამას გარდა, ივარაუდება, რომ ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეები სწრაფად შეძლებენ წიგნების მიღებას სკოლების ბიბლიოთეკებში. ბიომეტრიული სისტემის საშუალო ღირებულება ერთ სასწავლო დაწესებულბეაზე 1000 ბრიტანულ ფუნტს შეადგენს, ახალი ტექნოლოგიის დანერგვის ინციატორები კი ამტკიცებენ, რომ მოსწავლის იდენტიფიკაციის სიჩქარე 1 წამი იქნება, ხოლო საიმედოობა - გაცილებით მაღალი. ამას გარდა, ახალი ბიომეტრიული სისტემის მომწოდებელი აღნიშნავს, რომ მათი ტექნოლოგიების ადაპტაცია სასწავლო დაწესებულებებთან კომპანიისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან ბავშვების სახეები გაცილებით სწრაფად იცვლება, ვიდრე ზრდასრული ადამიანების. როგორც სკოლებისა და კოლეჯების ხელმძღვანელების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჯონ დანფორდმა განაცხადა, ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი ისინი არ გამოიწვევენ ”ზედმეტ ბიუროკრატიას” და არ წარმოქმნიან რიგებს მოწყობილობის წინ. შეგახსენებთ, 2007 წლიდან ბრიტანეთის სკოლების დირექტორებისთვის ნებადართული გახდა მოსწავლეების ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების სისტემების დანერგვა გაკვეთილებზე დასწრების დათვლის, სასადილოებსა და ბიბლიოთეკებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სკოლებში ამჟამად ყველაზე პოპულარული და ეფექტური ბიომეტრიული ტექნოლოგია თითის ანაბეჭდების დახმარებით იდენტიფიკაციაა.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 961 | დაამატა: გოგა(ადმინი) | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები