მთავარი » 2009 » იანვარი » 18 » Windows XP-ს 100%-იანი აქტივაცია!
Windows XP-ს 100%-იანი აქტივაცია!
1:12 PM

და თქვა ბიძია ბილმა მინდა რომ ყველას ნაყიდი Windows-ი ჰქონდესო, და გაჩნდა Windows Genuine, რომლისა შემოწმებისა გარეშე კომპიუტერი ვერა ცოცხლობდა და მომხმარებლებს სისხლსა და ხორცს უშრობდაი. დაე დამარცხდეს Windows Genuine და იხაროს მომხმარებელმა თქვა Ja-Ja-მ და დაწერა აგი სტატიაი :-).

შესავალი და ლაყბობა
ქართული რეალობა ისეთია, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას მომხმარებლები იშვიათად ყიდულობენ. ძირითადად ჩვენთან ყიდულობენ ქართულ პროგრამებს, მაგალითად სატელეფონო ცნობარი, ბუღალტრული პროგრამები, ტექსტის ამომცნობი პაკეტი და სხვა ამდაგვარი. ოპერაციულ სისტემებს, ქართველი მომხმარებლების 99% პროცენტი არ ყიდულობს. ძირითადად ვიყენებთ ეგრეთწოდებულ არალიცენზირებულ პროდუქტებს, რეალურად რომ ვთქვათ ეს არის ოფიციალური ვერსიის გადაკეთებული ვარიაციები. გადაკეთებული იმიტომ რომ შეზღუდვები არ გვქონდეს Windows-ის გამოყენების დროს. თვით Microsoft-ის ქართული პარტნიორი კომპანია, რომელიც სისტემის გაქართულებას ახორციელებდა და თავს Microsoft-ის პარტნიორად გვაცნობს, საკუთარ სერვისში, მომხმარებლებს არალიცენზირებულ ვერსიებს უინსტალირებს, რა არის აქ გასაკვირი.

ერთი შეხედვით ყველა ბედნიერია, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს სხვადასხვაგვარი შეტყობინებები. მაგალითად Windows-ი გვატყობინებს რომ ლიცენზირებული არ არის, ზოგჯერ მუშაობაში ხელს გვიშლის, ვერ ვაყენებთ ახალ პროდუქტებს, მაგალითად Windows Media Plaer 11, Internet Explorer 7, Windows Defender, DirectX და ასე შემდეგ. ეს არის არაოფიციალური ოპერაციული სისტემის მოხმარების ფასი.

$IMAGE2$
ბევრი ახალბედა ყიდულობს ახალ კომპიუტერს და ვერ ხვდება რომ მას ახალ კომპიუტერზე არალიცენზირებული ოპერაციული სისტემა აქვს დაინსტალირებული. ბევრს ჰგონია რომ იყიდა კომპიუტერი და მას ავტომატურად უნდა მოყვებოდეს ოპერაციული სისტემა Windows-ის სახით. სამწუხაროდ ასე არ არის. ოპერაციული სისტემა ფული ღირს, ჩვენთან კი ტრადიციულად ყველა ცდილობს კომპიუტერი მაქსიმალურად იაფად შეიძინოს, ამისთვის მეგობარი, ნათესავი და კიდევ კაცმა არ იცის ვინ ირევა საქმეში. მაქსიმალური ეკონომიის დროს კი 200$-იანი ოპერაციული სისტემა, უფასოდ ნამდვილად არ შეგვხვდება.

$IMAGE3$
მაშ ასე ზემოთ თქმულიდან ვიგებთ რომ ოპერაციული სისტემა ფული ღირს და უფასოდ არ ვრცელდება. სისტემის ფასი აჭარბებს ზოგიერთი კომპიუტერული დეტალის საფასურს, მაგალითად 200$-ში დღეს შეიძენ საკმაოდ კარგ ვიდეო დაფას, საკმაოდ მსუქან და მსუყე ვინჩესტერს, ლამის ბოლო კივილის დედა დაფას და რაც მთავარია, მშვენიერ 2 ბირთვიან პროცესორსაც მიიღებ. ამ ფონზე გაუგებარ სისტემაში ფულის გადაყრა ჩვენთვის მიუღებელია, მითუმეტეს რომ Windows-ს ხელში ვერ დაიჭერ და ვერაფერს ჩამოაკვნიტავ. ეს იციან კომპიუტერის გამყიდვლებმაც და მშრალი ხიდის (დღეს ეს ხიდი ვაჭრობისგან განთავისუფლებულია, მაგრამ მისი საქონელი აურაცხელ მაღაზიაშია გადანაწილებული) მესვეურებმაც. შედეგად ქალაქში, რაიონში და სოფლებში იყიდება გაუგებარი გადაკეთების ოპერაციული სისტემები სადღაც 6-8 ლარად, ხოლო კომპ-ფირმები სწორედ ასეთ ნაყიდ სისტემებს უფასოდ გვიყენებენ კომპიუტერებში (სიტყვა უფასო ფარდობითია, რადგან კომპიუტერის აწყობისას ფირმებს ისედაც რჩებათ მოგება, ხან ფასნამატის, ხან მომსახურების სახით, ასე რომ ერთმა 7 ლარიანმა დისკმა შეიძლება თავისი ასლი ათასობით კომპიუტერზე გაამრავლოს).

იდეაში ყველა ასეთ სისტემებს მივეჩვიეთ და პრობლემებს როგორ ასეთს ამ საქმეწში ვერ ვხედავთ, მერე რა რომ ბიძია ბილი ჩვენი ჯიბიდან ვერ მიიღებს 200$. მას უჩვენოთაც ბევრი ფული აქვს.

სინამდვილეში აქ კომპანია Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლის ჩარევაა საჭირო, საქმე იმაშია რომ რეალურად დღეისათვის Windows XP საკმაოდ გაიაფდა, არსებობს მინიმუმ 4 ვარიაცია სახლის მომხმარებლებისთვის, ესენია Windows XP Media Edition, Windows XP Pro, Windows XP Home Edition და Windows XP Starter Edition. აქედან პირველი და მეორე პაკეტის ფასი რეალურად 200$ არ არის, მისი ფასი დღეისათვის Windows VISTA-ს გამო დაწეულია და მაქსიმუმ შეადგენს 90-110$, პლიუს თუ გავითვალისწინებთ რომ ოპერაციული სისტემის მაქსიმალური შესაძლებლობები ყველას არ სჭირდება, გამოდის რომ ბევრს სულაც არ სჭირდება ეს ძვირიანი პაკეტები, სავსებით დაკმაყოფილდებოდნენ Home Edition-ით რომლის ფასიც დღეს 35-დან 59$-მდე მერყეობს, აი ბოლო პაკეტი Starter Edition-ი კი საერთოდ 5-დან 15$ ფასობს, იდეაში ბევრ სახლის მომხმარებელს ეს ვერსია სავსებით ეყოფოდა. უმეტესობა ინტერნეტში დაძვრება, მაქსიმუმ ტექსტებს კრიფავს და ფილმებს უყურებს, ამ ყველაფერს ბოლო პაკეტი მშვენივრად აკეთებს, თან იგივე დაჯდება რაც არალიცენზირებული ვერსიის დაყენება.

იკითხავთ სად ნახე მაგ ფასებში ეგ პროდუქტებიო? აი აქ და აი აქ ბატონო ჩემო, შეძენისთვის საკმარისია იქონიოთ პლასტიკური ბარათი, შემდეგ ჩამოტვირთეთ ორიგინალი ვერსია და შეიძინეთ ლიცენზია. ოფიციალურ საიტზე ახალთ ახალი Windows VISTA ULTIMATE ღირს 209 აშშ დოლარი, ასე რომ 6 წლისწინანდელ Winows XP-ში იგივე 200 აშშ დოლარს არავინ არ მოგთხოვთ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე უბედურებას არ ჩაიდენთ, ან რაიმე გაუგებრობას არ გადაეწყებით..

სამწუხაროდ Microsoft-ის ქართული წარმომადგენლობა ლეთარგიულ ძილშია, ხოლო ერთეული კომპ ფირმები არაადამიანურ ფასებზე ითბობენ ხელს. ამ ფონზე რა თქმა უნდა ყველას დაინსტალირებული გვაქვს არალიცენზირებული Windows XP.

ძირითადად ქართველ მომხმარებლებში ლიცენზირებული ვერსიები გამოჩნდა ნოუთბუქების მაშტაბური გაყიდვების გამო, ამ შემთხვევაში გვინდა თუ არ გვინდა მწარმოებელი თავის ნოუთბუქს აყოლებს Windows XP Home Edition-ს (ახალ ნოუთბუქებთან მიმერთებაში ხშირად არის Windows VISTA HomeBasick ან იშვიათად Windows Vista Busines), სისტემის ფასი კომპიუტერის ფასში შეყვანილია და არავინ არ გვიკლებს მის საფასურს :-(.

კი მაგრამ რა ვქნათ იმ მომხმარებლებმა ვისაც არ გვინდა დიდი ფულის დახარჯვა, მაგრამ არც შეზღუდვები არ გვინდა? ამ ამ ტიპის მომხმარებლებს მოუწევთ შემდეგი ინსტრუქციების წაკითხვა.

შაოლინის 6 მაგიური საფეხური
ალბათ ყოველ თქვენგანს უნახავს შეტყობინება იმის შესახებ რომ მისი Windows-ი არ არის GENIUNE-რებული, ანუ ოფიციალური და ლიცენზირებული, ამ შეტყობინებას ვიღებთ განახლებების დროს, ან ახალი პაკეტის ჩამოქაჩვის მცდელობისას, შედეგად ან გვებლოკება განახლებები, ან ვერ ვქაჩავთ ახალ პაკეტებს, ან კომპიუტერის ჩართვისას ვიღებთ შეტყობინებას რომ ჩვენ უნამუსო მომხმარებლები ვართ და ამის გამო 30 დღეში ჩვენი WIndows-ი მუშაობას შეწყვიტავს.

კაი ბატონო მოგვიწევს ყველა ამ შემთხვევის მორჯულება ერთი ხელის მოსმით თან ერთხელ და სამუდამოდ. ისე რომ Microsoft-იც და Windows-იც თვლიდნენ რომ ჩვენს კომპიუტერში ოფიციალური სისტემა აყენია და ცხოვრებაში ჩვენც მიმართ ცალი თვალით არ გამოიხედონ.

ამ საქმისთვის დაგვჭირდება 4 პროგრამა, ოთხივე ერთ პაკეტად შეგიძლიათ
დაქაჩოთ აი ამ მისამართიდან. მაშ ასე ჩამოქაჩეთ პაკეტი და გახსენით არქივი, მიიღებთ 4 საქაღალდეს: STAGE 1, STAGE 2, STAGE 3 და STAGE 4.
$IMAGE4$
იმედია მიხვდით, რომ ნომერაცია მიგვინიშნებს მიმდევრობით რომელი პაკეტები უნდა გავუშვათ. განსაკუთრებულია საქაღალდე STAGE 4, ამ პროგრამის გაშვება მოგვიწევს თავიდან და შემდეგ მორჯულების დამთავრებისას, ანუ მე-4 ნომერია, მაგრამ გამოვიყენებთ პირველად და ბოლო პუნქტის დროს.

მაშ ასე მოქმედება:
1. ჯერ საჭიროა დავრწმუნდეთ მართლაც არალიცენზირებული Windows-ი გვაქვს, თუ მოხდა ისე რომ ოფიციალური სისტემა გვაქვს დაინსტალირებული (არამჯერავს, რომ ეს არ იცოდეთ, მაგრამ რაიცი რა ხდება თქვენს კომპიუტერში). ამის გასაგებად გახსენით საქაღალდე STAGE 4 და გაუშვით შიგნით არსებული პროგრამა. ეს არის თვით Microsoft-ის მიერ გამოშვებული პროგრამა იმისათვის, რომ მოტყუებულმა მომხმარებლებმა გაიგოს მისი ოპერაციული სისტემა ოფიცილურია თუ მოპარულია.

გაუშვით პროგრამა მოიცადეთ რამდენიმე წამი (ზოგიერთ ნელ და არეულ კომპიუტერზე საჭიროა მაქსიმუმ 1-3 წუთი), და მიიღებთ ფანჯარას რომელზეც ჩამოწერილი იქნება თქვენი ოპერაციული სისტემის მაჩვენებლები, სერიული ნომერი, იდენტიფიკატორი, ვერსია და სხვა ამდაგვარი ინფორმაცია.

$IMAGE5$
ამ პროგრამიდან ჩვენ გვჭირდება ორი მონაცემი, ერთი არის პირველივე ხაზი, ანუ ის ინფორმაცია რაც წერია Genuine Validation Status-ის გასწვრივ. თუ მწვანედ წერია Genuine, მაშინ სტატიის შემდგომი ნაწილი თქვენ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ოფიციალური ვერსია გაქვთ დაინსტალირებული, რომელმაც Microsoft-ის საიტზეც გაიარა შემოწმება და შემდგომი დამოწმებაც, მაგრამ აი თუ წითლად წერია Not genuine, ესეიგი თქვენ არალიცენზირებული ვერსია გაქვთ და მორჯულება აუცილებლად საჭიროა (ეგრეც ვიცოდი რომ ოფიციალური ვერსია არ გქონდა, აბა წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სტატიას რას ჩააფრინდებოდი :-), გამოვიცანი ხომ).

გარდა ამისა გვაინტერესებს Windows License Type-ს გასწვრივ არსებული წარწერა, ეს იმისთვის გვინდა რომ შესაბამისი ნომრის გენერაცია მოვახდინოთ. უმეტესობას აქ ექნება წარწერა Volume, ეს ნიშნავს VLM ლიცენზიას. აქ მეტი არაფერი გვაინტერესებს შეგიძლიათ პროგრამა დახუროთ.

2. მეორე მოქმედებისას უნდა გახსნათ საქაღალდე STAGE 1 და შიგნით არსებული პროგრამა გაუშვით. გამოსულ ფანჯარაში პირველ ვერში ეწერება Windows XP PRO. თუ თქვენი ლიცენზია იყო Volume, მაშინ ეს ველი უნდა შევცვალოთ, ამისათვის ჩამოშალეთ ფანჯარა და აირჩიეთ Windows Xp PRO VLK.

$IMAGE6$
სხვა ველებში ცვლილებებს ნუ შეიტანთ უბრალოთ დააჭირეთ ღილაკს Generate, შეგიძლიათ რამდენჯერმე დააჭიროთ სასურველ ღილაკს, შედეგად წამებში დაგენერირდება ახალი რეალური სერიული ნომერი, რომელიც უპრობლემოდ გაივლის აქტივაციას. მაგრამ ჯერ ეს ახალი ნომერი უნდა აღვაქმევინოთ Windows-ს. ეს საკმაოდ მარტივად კეთდება შემდეგი პროგრამით.

3. ნუ დახურავთ წინა პროგრამას, ამავდროულად გადადით საქაღალდეში STAGE 2 და გაუშვით შიგნით არსებული პროგრამა.

$IMAGE7$
გამოსულ ფანჯარაში ეწერება Microsoft Windows XP და ძირს იქნება მიმდინარე სერიული ნომერი, რომელიც რა თქმა უნდა არალიცენზირებულია. იმისათვის, რომ წინა პროგრამის მიერ დაგენენირებული ახალი სერიული ნომერი შევიყვანოთ ჩვენს სისტემაში, საჭიროა მენიუში ავირჩიოთ Option და აქ არსებულ ერთადერთ პუნქტზე დააწკაპუნეთ თაგუნია (პუნქტის სახელია Change Windows Key).

$IMAGE8$
გამოვა ახალი ფანჯარა, რომელშიც არის ცარიელი 5 განყოფილება ახალი სერიული ნომრისთვის. წინა პროგრამიდან დააკოპირეთ ახლად დაგენერირებული სერიული ნომერი, ან ხელით შეიყვანეთ. შედეგი ერთია ასე, რომ რომელი მეთოდიც იქნება თქვენთვის მოხერხებული ის გამოიყენეთ. შემდეგ როდესაც 5-ივე ველს შეავსებთ დააჭირეთ ღილაკს Change. გამოვა შეტყობინება, რომ ახალი ნომერი ჩაწერილია სისტემაში და თუ გსურთ ახალი ნომრის დანახვა, მაშინ ეს პროგრამა დახურეთ და ხელახლა გაუშვითო.

იმედია ციფრების თვალიერებაზე ჭკუა არ გეკეტებათ. ამიტომ ხელახალი გაშვება და ციფრების ამოკითხვა გამოვტოვოთ. უბრალოდ დახურეთ სერიული ნომრის გენერატორი პროგრამაც და ნომრის შემცვლელი პროგრამაც. ორივემ თავისი საქმე 5-იანზე გააკეთა და შემდეგში აღარ დაგვჭირდებიან.

4. პრაქტიკულად ბოლო ნაბიჯზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაფიქსიროთ WGA/OGA იდენტიფიკატორი, ამისათვის გახსენით საქაღალდე STAGE 3 და შიგნით არსებული პროგრამა გაუშვით, გამოსულ ფანჯარაზე დააჭირეთ ღილაკს YES. მორჩა საქმე საბოლოოდ გაკეთებულია. გილოცავთ ლიცენზირებული Windows XP ოფიციალურად გაქვთ დაინსტალირებული.

$IMAGE7$
5. დაგვრჩა შემოწმება. კარგია როდესაც მე ვამტკიცებ, რომ აწი ოფიციალური სისტემა გაქვთ, მაგრამ ამას ხომ შემოწმება უნდა? ამიტომ ისევ გახსენით საქაღალდე STAGE 4 და გაუშვით ოფიციალური ვერიფიკატორი.

$IMAGE10$
რამდენიმე წამში უნდა მიიღოთ იგივე ფანჯარა რაც პირველი გაშვებისას გამოვიდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად პირველ ხაზზე ამაყად ენთება მწვანე წარწერა Genuine. ანუ ლიცენზია და ოფიციალუობა შემოწმებულია, ყველაფერი წესრიგშია.

6. შემდეგ ნაბიჯად გირჩევთ გაცუნცულდეთ Microsoft-ის ვებ-გვერდზე. მკითხავთ რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს Internet Explorer-ს უნდა გავაგებინოთ ჩვენი სისტემა ოფიციალურია. ამისათვის მაგალითად გადადით შემდეგ მისამართზე ვითომდა ვაპირებთ Windows Defender-ის ჩამოტვირთვას, ეს ოპერაცია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გვაინტერესებს, ოფიციალური საიტი ჩამოტვირთვის წინ აუცილებლად მოგვთხოვს ლიცენზიის შემოწმებას, Validation Required, დააჭირეთ ღილაკს Continue.


დაიცადეთ რამდენიმე წამი და შემოთავაზებული იქნება ლიცენზირების შემმოწმებელი პაკეტის დაინსტალირება. თუ თქვენ იყენებთ Windows XP Sp2-ს, მაშინ ბროუზერის ზედა ნაწილში რამდენიმე წამის ან წუთის შემდეგ (დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე) გამოჩნდება ActiveX-ის დაინსტალირების ინფორმაციული ხაზი. დააჭირეთ გამოჩენილ მოყვითალო ხაზს გამოვა სამი პუნქტისგან შემდგარი შეტყობინება, ამოირჩიეთ install ActiveX Control


გამოვა ცალკე ფანჯარა სადაც შემოთავაზებული იქნება ActiveX კომპონენტის დაინსტალირება, დააჭირეთ ღილაკს Install, ამის შემდეგ შემმოწმებელი მოდული ავტომატურად დაინსტალირდება სისტემაში, შეამოწმებს თქვენს სისტემის ლიცენზიას და დიდ მადლობას მოგიხდით ბიძია ბილის სახელით, იმისათვის რომ კაი ადამიანი ხარ და ოფიციალურ ვერსიას იყენებთ. ამის შემდეგ შეგეძლებათ სასურველი პროდუქტის დაქაჩვა.

მომავალში თუ რაიმე პროდუქტის დაქაჩვას დააპირებთ არანაირი დამატებითი მოდულის დაინსტალირება აღარ მოხდება. ყველაფერი უკვე შემოწმებულია, შეგიძლიათ თამამად ქაჩოთ Microsoft-ის საიტიდან ნებისმიერი პროდუქტი, პლიუს შეგიძლიათ გალურჯებამდე ქაჩოთ საყვარელი Windows XP-ს განახლებები.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1481 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები