მთავარი » 2009 » იანვარი » 19 » ESRB! - ბიძია შეიძლება ვითამაშო?
ESRB! - ბიძია შეიძლება ვითამაშო?
2:33 PM
ლბათ ყველას გინახავთ ასეთი ლოგოები თქვენი საყვარელი თამაშების დისკებზე, ყუთებზე, პოსტერებზე და ა.შ. გიფიქრიათ მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს ლოგოები? არა ხო? არც მე! და ნამდვილებით იცით რომ თამაში რომელსაც 24 საათი თამაშობთ დაშვებულია თქვენი ასაკის ადამიანისათვის? მეც იგივეს ვუპასუხებ: რაში მაინტერესებს, რომც არ იყოს დაშვებული რა? მე ხო მაინც ვითამაშებ

იცით ასე რატომ ხდება? იმიტომ რომ ეს საქართველოა და აქ სრული თავისუფლება აქვს ადამიანს, მითუმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიებში რომელიც ჯერ კიდევ უცხო ხილია ჩვენი ქვეყნისათვის.

საქმე იმაშია რომ ჯერ კიდევ შორეულ 1992-ში ჩვენზე ბევრად განვითარებულ ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოაყალიბეს სპეციალური ორგანიზაცია ESRB (Entertainment Software Rating Board) რომელიც განიხილავს ვიდეო თამაშებს და სხვ. გასართობ პროგრამებს. მათ თავიანთი შეფასების სისტემა გააჩნიათ რომლის საშუალებითაც ადგენენ რა ტიპის მომხარებლისთვისაა გათვლილი ესა თუ ის თამაში. თუ დააკვირდებით თამაშების პოსტერებს და დისკის ყუთზე არსებულ ნახატებს ქვედა მარცხენა კუთხეში შეამჩნევთ ოთხკუთხედებში ჩასმულ სიმბოლოებს.. ასეთი ლოგო რამდენიმეა და თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს.
EARLY CHILDHOOD - ადრეული ბავშობა თამაშები რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლოგო EC (Early Childhood) არის ისეთი შინაარსის რომელიც შეეფერება ადრეული ასაკის (დაახლოებით 3 წლის) ბავშვებს. ამ რეიტინგის მქონე თამაშებში ვერ ნახავთ იმ ათასგვარ საზიზღრობას რომელიც ბავშმა არ უნდა ნახოს

EVERYONE თუ თამაშს აქვს ლოგო E (Everyone) ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 6 წლის ასაკიდან ზევით. ამ კატეგორიაში გაერთიანებულ თამაშები შეიცავს მინიმალურ კარიკატურიზმს, ფანტაზიას, ალკოჰოლის, წამლის პროპაგანდას და ძალადობას ან ძალადობის შემცველ ტექსებს.

EVERYONE 10+ თუ თამაშს აქვს ლოგო E10+ (Everyone 10 and older)ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 10 წლის ასაკიდან ზევით.ასეთი თამაშები შეიცავს უფრო მეტ ფანტაზიას, ძალადობას და ალკოჰოლ-წამლის პროპაგანდას ან მინიმალურ მაცდურ თემებს ვიდრე E (Everyone) რეიტინგის მქონე თამაშები.

TEEN T (Teen) ამ ტიტულის მქონე თამაშები დაშვებულია თინეიჯერებისთვის ანუ 13 წლიდან ზევით. ამ კატეგორიის თამაშები შეიძლება შეიცავდეს ძალადობას, მაცდურ თემებს, მკვახე იუმორს, მინიმალურად სისხლს, სიმულირებულ აზარტულ კონტენტს და იშვიათად გამოყენებულ ჟარგონს.

MATURE M (Mature) ამ ტიპის თამაშები დაშვებულია 17 წელს ზევით ასაკისათვის. ამ კატეგორიის თამაშებში შეხვდებით ინტენსიურ ძალადობას, დაჭრას და სისხლს, სექსუალურ კონტენტს და რათქმაუნდა ჟარგონულ ტექსტებსაც.

ADULTS ONLY AO (Adults Only) ამ ტიპის თამაშები 18 წლამდე დაუშვებელია. ასეთი თამაშები შეიცავენ ძალადობის მუდმივ ზემოქმედებას, გრაფიკულ სექსუალურ შინაარსს და სიშისვლეს.

RATING PENDING RP (Rating Pending) ასეთი ლოგო ნიშნავს რომ თამაში ჯერ კიდევ განიხილება ორგანიზაცია "ESRB"-ში. ასეთი ლოგო ენიჭება ჯერ კიდევ არ გამოსულ თამაშებს, რომლის მხოლოდ ტრეილერები და რელიზებია გავრცელებული.
ქართველი გეიმერის ბუნება ისეთია, დანამდვილებით ვიცი ამ სტატიის მკითხველი სულაც 7 წლის რომ იყოს აუცილებლად მოძებნის M და AO რეიტინგის თამაშებს და ამის მერე სულ ასეთი ტიპის თამაშებით გაერთობა

P.S. ესე ჩაუჯდება.. ორჯერ მიაწკაპუნებს შორთქათზე და გულში იტყვის 18 წელი არა ისა კიდე... მერე ინტერესით მიაწვება Start Game-ს და კბილების კაწკაწით დაელოდება Progress Bar-ის შევსებას ჩაირთვება ახალთახალი თამაში, იიფ იტყვის გეიმერი და მოიმარჯვებს მის ჯადოსნურ კლავიაურას (ნუ რათქმაუნდა მაუსსაც) და სამარადისოდ (დილის 5 საათამდე) იგი შეიქნება ღმერთი ცისა და მიწისა იგისა ვირტუალურისა სამყაროსი...

Avtor G_O_G_A

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1119 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები