მთავარი » სტატიები
  Windows XP-ს 100%-იანი აქტივაცია!||სტატიები

და თქვა ბიძია ბილმა მინდა რომ ყველას ნაყიდი Windows-ი ჰქონდესო, და გაჩნდა Windows Genuine, რომლისა შემოწმებისა გარეშე კომპიუტერი ვერა ცოცხლობდა და მომხმარებლებს სისხლსა და ხორცს უშრობდაი. დაე დამარცხდეს Windows Genuine და იხაროს მომხმარებელმა თქვა Ja-Ja-მ და დაწერა აგი სტატიაი :-).

შესავალი და ლაყბობა
ქართული რეალობა ისეთია, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას მომხმარებლები იშვიათად ყიდულობენ. ძირითადად ჩვენთან ყიდულობენ ქართულ პროგრამებს, მაგალითად სატელეფონო ცნობარი, ბუღალტრული პროგრამები, ტექსტის ამომცნობი პაკეტი და სხვა ამდაგვარი. ოპერაციულ სისტემებს, ქართველი მომხმარებლების 99% პროცენტი არ ყიდულობს. ძირითადად ვიყენებთ ეგრეთწოდებულ არალიცენზირებულ პროდუქტებს, რეალურად რომ ვთქვათ ეს არის ოფიციალური ვერსიის გადაკეთებული ვარიაციები. გადაკეთებული იმიტომ რომ შეზღუდვები არ გვქონდეს Windows-ის გამოყენების დროს. თვით Microsoft-ის ქართული პარტნიორი კომპანია, რომელიც სისტემის გაქართულებას ახორციელებდა და თავს Microsoft-ის პარტნიორად გვაცნობს, საკუთარ სერვისში, მომხმარებლებს არალიცენზირებულ ვერსიებს უინსტალირებს, რა არის აქ გასაკვირი.

ერთი შეხედვით ყველა ბედნიერია, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს სხვადასხვაგვარი შეტყობინებები. მაგალითად Windows-ი გვატყობინებს რომ ლიცენზირებული არ არის, ზოგჯერ მუშაობაში ხელს გვიშლის, ვერ ვაყენებთ ახალ პროდუქტებს, მაგალითად Windows Media Plaer 11, Internet Explorer 7, Windows Defender, DirectX და ასე შემდეგ. ეს ა ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  ჰაკერული წარმოსადეგობები||სტატიები

Black Hat

ეს არის ჰაკერი რომელიც ამხობს კომპიუტერულ უსაფრთხოებას. ადამიანი რომელიც იყენებს ტექნოლოგიებს: (კომპიუტერს, ინტერნეტს) ვანდალიზმისთვის, ტერორიზმისთვის,
ნგრევისთვის, თაღლითობისთვის, ქურდობისთვის და სხვა კრიმინალური ქმედებისთვის. ეს შეიძლება გამოიხატოს : დაშორებულ კომპიუტერებთან წვდომით, მათი ზომბირებით, დაცული ინფორმაციის მოპარვით, აგრეთვე პროგრამების გატეხვით. იგი მთელს ჰაკერულ წრეში ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანად ითვლება სხვა ჰაკერული წარმოსადეგობებისგან განსხვავებით. Black Hat ჰაკერები აგრეთვე იყოფიან ნამ ნაწილად: პირველი ეს არის ნიჭიერი, მცოდნე , საკმაოდ ინტელექტუალი პიროვენება რომელიც თვითონ წერს პროგრამებს და ამა თუ იმ სკრიპტებს. მეორე ეს გახლავთ ეგრედ წოდებული Script kiddie რომელიც არ გახლავთ ექსპერტი კომპიუტერულ უსაფრთოხებაში. იგი სისტემაში აღწევს პროგებისა თუ სხვა ჰაკერული იარაღების დახმარებით რომელიც დაწერილია სხვების მიერ. მესამე ეს არის ეგრედ წოდებული Hacktivist პიროვნება რომელიც Black Hat-ის ამ დარგს მიეკუთვნება გახლავთ მცოდნე და ამავდროულად ამბიციური. იგი თავის ცოდნას იყენებს რათა ხალხს გამოუცხადოს ესა თუ ის პოლიტიკური შეტყობინება. ვებ ვანდალიზმი მათთვის ყევლაზე საინტერესო და საჭირო დარგია თუმცა არა აუცილებელი.

White Hat

White Hat-ები არიან ეთიკური ჰაკერები, რომლებიც ტეხავენ კომპიუტერული უსაფრთხოებას ოღონდ არა ზიანის მომტანი მიზეზებისთვის ან მიზნებითვის. მათ ჩვეულებრივ აქვთ გასაზღვრული ეთიკის კოდი. ისინი მუშაობენ მფლობელებითვის რათა ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  HP Pavilion dv2600||სტატიები

კომპანია HP წარმოადგინა მისი ახალი ნოუთბუქი HP Pavilion dv2600. ნოუთბუქი ბაზირებულია Intel Santa Rosa პლატფორმაზე, იყენებს პროცესორებს Celeron, Pentium, Dual Core და Intel Core 2 Duo. გააჩნია ინტეგრირებული Graphics Media Accelerator X3100 ან NVIDIA GeForce 8400M ვიდეოადაპტერი. HP Pavilion dv2600-ის სხვა დამახაიატებელი ნიშნებია 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების, 250 გიგაბაიტიანი SATA (5400 ბრუნი/წუთში) ვინჩესტერის და Lightscribe ტექნოლოგიით აღჭურვილი DVD ჩამწერის მხარდაჭერა. ნოუთბუქი გამოიყენებს ოპერაციულ სისტემას Windows VISTA. მინდაააა ;(

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  PhotoWatermark Professional 7||სტატიები

UniDream Technologies-სმა წარმოადგინა პროგრამის ახალი ვერსია PhotoWatermark Professional 7. პროგრამა გაძლევთ საშუალებას დაიცვათ სურათი უკანონო კოპირებისაგან. კერძოდ, მისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ დამცავი ნიშანი და მიამაგროთ სურათს. ბოლო ვერსიაში

ახალ ვერსიაში ინტეგრირებულია Vista-ს მხარდაჭერა და ახალი ეფექტები.

მწარმოებელი: UniDream Technologies

გავრცელება: ლიმიტირებული

ოპერაციული სისტემა: Windows-ის ყველა ვერსია

ზომა: 1,19 მბ.

.:: ჩამოქაჩე ::.


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Spy Sweeper 5.5.1||სტატიები

Webroot Software-ს განახლებული უტილიტა Spy Sweeper 5.5.1. პროგრამა დაგეხმარებათ გაწმინდოთ თქვენი კომპიუტერი ყოველგვარი ნაგვისაგან (სარეკლამო და შპიონური მოდულები, კეილოგერები, ტროიანები და ა.შ.). პროგრამას შეუძლია წაშალოს არამარტო სხვა პროგრამა არამედ მის მიერ კომპიუტერში დატოვებული ფაილებიც. პროგრამაში დამატებულია ბევრი საჭირო მოდული და განახლებულია ინტერფეისი.

მწარმოებელი: Webroot Software
გავრცელება: ლიმიტირებული
ოპერაციული სისტემა: Windows-ის ყველა ვერსია
ზომა 12,9 მბ
.:: ჩამოქაჩე ::.


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Windows Vista: The Official Magazine||სტატიები

მეხუთე ნომრის Windows Vista: The Official Magazine-ს ყდაზე წელს მკითხველებმა დაინახეს არა ბილ გეიტსი, არა სტივ ბალმერი და არც WS Vista-ს ყუთი,
არამედ ბრიტანელი მოდელი კარინა ადებიბე, ლარა კროფტის <<მაგარ>> ფორმაში. ოფიციალურ საიტზე დევს ვიდეო ინტერვიუ ამის შესახებ. ასეთი ყდა არ ყოფილა შემთხვევით არჩეული.

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Transformers: The Game||სტატიები

წლის კინომოვლენა, ტრილერი ”ტრანსფორმერები” ახლა უკვე თამაშის სახით მოევლინება დედამიწას! 20 ივლის ოფიციალურად ვიხილვათ თამაშს.
თამაშში საინტერესოდ გამოიყურება ლანდშაფტი, რობოტების ტრანსფორმაციის პროცესი და სხვ. ვიზუალური ეფექტები...
სულ მალე ჩვენს ვებგვერდზე თამაში: ”ტრანსფორმერები”

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  World Of Warcraft||სტატიები

კალიფორნიის ერთერთ გარეუბანში (როგორიც ვარკეთილი, თემქა ან გლდანია), კომპანია Blizzard interneiment-ის ”თამაშების სამშობიაროში” სამყაროს მოევლინა დღესდღეობით ყველა გეიმერისათვის ცნობილი თამაში Worl Of Warcraft-ი, ეს ქმნილება თითქმის ლეგენდად იქცა თამაშების RPG სამყაროში. მისი ისტორია საკმაოდ დიდია. WOW-ი ონლაინ რეჟიმზეა გათვლილი, ასე რომ თამაშში თითქმის ყველა გმირი ცოცხალია და მათი ერთობლიობა ცალკე, მაგიურ სამყაროს ქმნის, სადაც ყველა პერსონაჟი ბუნებისგან არაამქვეყნიური ძალებითაა დაჯილდოებული. დღეს კი ამ სამყაროს მოსახლეობა 9 მილიონზე მეტი გეიმერისაგან შედგება და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც რომ ჯერ კიდევ მარტის თვეში მოთამაშეების მაჩვენებელი 500 000-ზე ნაკლები იყო, ანუ დღემდე მოთამაშეების რაოდენობა რვა მილიონ ნახევრით გაიზარდა! ასე რომ კომპანია Blizzard-მა შეიძლება თავისუფლად თქვას: WOW!

მალე ჩვენს ვებგვერდზე იხილავთ სტატიას თამაშის შესახებ... არ გამოტოვოთ... მანამდე კი გეტყვით: WOW! მომავალ შეხვედრამდე


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Shrek 3||სტატიები

ახალი შრეკი 3 და თამაშის ახალი სიუჟეტი რომელიც მაქსიმალურად მიახლოვებულია მულტფილმთან. თქვენ ისევ შეხვდებით ძველ შრეკის მეგობრებს - ვირუკელას, ბოტასებიან კატას და პრინცესა ფეონას, და რათქმაუნდა გაიცნობთ ახალ გმირებსაც...

კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Left vs Right - ჭკვიანი საძიებო სისტემა||სტატიები

დღესდღეობით ინერნეტ სივრცეში ათასობით უცნაური ვებგვერდის ნახვა შეიძლება, ერთერთი ასეთი მაგალითია საძიებო სისტემა Left vs Right
ეს ვებგვერდი დაფუძნებულია Windows Live Search-ზე და მისი შინაარსი ძირითადად ის არის რომ ის თქვენი საძიებო სიტყვის გარშემო აწყობს დისკუსიას. ეს ორი პიროვნება რომელიც ტელე-დებატების მსგავსად მარცხენა და მარჯვენა მხრიდან ერთმანეთს უტევენ და მსჯელობენ თქვენს მიერ ჩაწერილი სიტყვის გარშემო თემაზე.

მაგალიად თუკი საძიებოდ ჩაწერთ სიტყვა Microsoft-ს, საიტზე ამოიყრება ძიების შედეგები და პარალელურად ეს ორი ოპონენტი დაიწყებს იმაზე ლაპარაკს თუ რამდენი ფული იშოვა ბიძია ბილმა კომპანია Microsoft-ით და ა.შ. მოკლედ საკმაოდ საინტერესო პროექტია, რაც მთავარია მისი მსგავსი სხვა საძიებო სისტემებიც არსებობს რომელსაც მომდევნო პოსტებში შემოგთავაზებთ..

მანამდე კი იხილეთ http://www.leftvsright.com და იხალისეთ!

P.S. დამიჯერეთ მხოლოდ 5 წუთი თუ გაუძლებთ, მიმიქარავს ტელეკომპანია კავკასიის დებატები იმდენს ყაყანებენ...

ვებგვერდის სანახავად საჭიროა Flash Player, მინიმუმ 1024x768 პიქსელი თქვენს მონიტორზე და სწრაფი ინტერნეტი რომელიც წესით პრობლემა აღარ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
« 1 2 3 4 5
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები