კალიფორნიის ერთერთ გარეუბანში (როგორიც ვარკეთილი, თემქა ან გლდანია), კომპანია Blizzard interneiment-ის ”თამაშების სამშობიაროში” სამყაროს მოევლინა დღესდღეობით ყველა გეიმერისათვის ცნობილი თამაში Worl Of Warcraft-ი, ეს ქმნილება თითქმის ლეგენდად იქცა თამაშების RPG სამყაროში. მისი ისტორია საკმაოდ დიდია. WOW-ი ონლაინ რეჟიმზეა გათვლილი, ასე რომ თამაშში თითქმის ყველა გმირი ცოცხალია და მათი ერთობლიობა ცალკე, მაგიურ სამყაროს ქმნის, სადაც ყველა პერსონაჟი ბუნებისგან არაამქვეყნიური ძალებითაა დაჯილდოებული. დღეს კი ამ სამყაროს მოსახლეობა 9 მილიონზე მეტი გეიმერისაგან შედგება და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც რომ ჯერ კიდევ მარტის თვეში მოთამაშეების მაჩვენებელი 500 000-ზე ნაკლები იყო, ანუ დღემდე მოთამაშეების რაოდენობა რვა მილიონ ნახევრით გაიზარდა! ასე რომ კომპანია Blizzard-მა შეიძლება თავისუფლად თქვას: WOW!
მალე ჩვენს ვებგვერდზე იხილავთ სტატიას თამაშის შესახებ... არ გამოტოვოთ... მანამდე კი გეტყვით: WOW! მომავალ შეხვედრამდე