ეს არის ჰაკერი რომელიც ამხობს კომპიუტერულ უსაფრთხოებას. ადამიანი რომელიც იყენებს ტექნოლოგიებს: (კომპიუტერს, ინტერნეტს) ვანდალიზმისთვის, ტერორიზმისთვის, ნგრევისთვის, თაღლითობისთვის, ქურდობისთვის და სხვა კრიმინალური ქმედებისთვის. ეს შეიძლება გამოიხატოს : დაშორებულ კომპიუტერებთან წვდომით, მათი ზომბირებით, დაცული ინფორმაციის მოპარვით, აგრეთვე პროგრამების გატეხვით. იგი მთელს ჰაკერულ წრეში ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანად ითვლება სხვა ჰაკერული წარმოსადეგობებისგან განსხვავებით. Black Hat ჰაკერები აგრეთვე იყოფიან ნამ ნაწილად: პირველი ეს არის ნიჭიერი, მცოდნე , საკმაოდ ინტელექტუალი პიროვენება რომელიც თვითონ წერს პროგრამებს და ამა თუ იმ სკრიპტებს. მეორე ეს გახლავთ ეგრედ წოდებული Script kiddie რომელიც არ გახლავთ ექსპერტი კომპიუტერულ უსაფრთოხებაში. იგი სისტემაში აღწევს პროგებისა თუ სხვა ჰაკერული იარაღების დახმარებით რომელიც დაწერილია სხვების მიერ. მესამე ეს არის ეგრედ წოდებული Hacktivist პიროვნება რომელიც Black Hat-ის ამ დარგს მიეკუთვნება გახლავთ მცოდნე და ამავდროულად ამბიციური. იგი თავის ცოდნას იყენებს რათა ხალხს გამოუცხადოს ესა თუ ის პოლიტიკური შეტყობინება. ვებ ვანდალიზმი მათთვის ყევლაზე საინტერესო და საჭირო დარგია თუმცა არა აუცილებელი.
White Hat
White Hat-ები არიან ეთიკური ჰაკერები, რომლებიც ტეხავენ კომპიუტერული უსაფრთხოებას ოღონდ არა ზიანის მომტანი მიზეზებისთვის ან მიზნებითვის. მათ ჩვეულებრივ აქვთ გასაზღვრული ეთიკის კოდი. ისინი მუშაობენ მფლობელებითვის რათა
... კითხვის გაგრძელება »
*** კომპანია Intel-მა pentium 1, pentium 2, pentium 3, pentium 4-ის პროცესორების გამოშვების შემდებ გამოუშვა პროცესორები: pentium-ი ცოცხალია და pentium-ი ბრუნდება.
*** მამა, მამა, რას ნიშნავს ”Format Disk (C:) is complete" ?
*** გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და საზამთროსა და ტარაკანის დნმ-ი ერთმანეთს შეუერთეს, ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებულად დასრულდა რადგან მიღებულ საზამთროს კურკების გაცლა არ სჭირდებოდა. და იცით რატომ? იმიტომ რომ საზამთროს გაჭრისას კურკები თავისით გარბოდნენ.
*** ახლა კი კაცობრიობის ხუთი საუკეთესო ტექნოლოგიური მიღწევა: მეხუთე ადგილზეა: ვერტალიოტი კატაპულტირებადი კაბინით (ვინც არ იცის ვეტყვი რომ კატაპულტირება არის +კატასტროფის შემთხვევაში ღილაკზე თითის დაჭერით თვითმფრინავის კაბინიდან სკამიანად ზევით ამოხტომა, ხოლო ვერტალიოტის შემთხვევაში ქვენთვითონ განსაზღვრეთ რა მოხდება :)) მეოთხე ადგილი: მზის ბატარეებზე მომუშავე ფანარი. მესამე ადგილი: ჩაის ფერი წყალგაუმტარ პაკეტებში. მეორე ადგილზე გახლავთ: პარაშუტი რომელიც მიწაზე დაცემის შემდეგ იხსნება და ახლა კი ჩვენი გამარჯვებული, უახლესი გამოგონება! ვენტილატორი რომელიც ელექტრო ენერგიას არ მოიხმარს, იგი მუშაობს ქარზე.
*** -როგორ შეუძლია სამ პროგრამისტს მაგარი ბიზნესი ააწყოს? - ერთი წერს ვირუსებს, მეორე კიდე ამ ვირუსის ანტივირუსებს.- -მესამე? - მესამე წერს ოპერაციულ სისტემას, რომელზეც ეს ყველაფერი იმუშავებს.
*** გუშინ იქნა მოკლული ცნობილი სპამერი. ეჭვმიტანილების სიაში 500 მილიონი საფოსტო მი
... კითხვის გაგრძელება »
Win2000 - შუა პრეზენტაციისას ვინდოუსი ჭედავს!||იუმორი
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 1108 | 2009-01-17
ისევ ბილ გეითსი, ოღონდ ახლა უკვე მისი ერთერთი შვილობილი Windows 2000. კომპიუტერულ სამყაროში ცნობილი ფაქტი, როდესაც ახალი სისტემის შუა პრეზენტაციისას, კერძოდ კი იმ დროს როდესაც იმის დემონსტრაციას ახდენდნეთ თუ როგორ შეიძლება მივამატოთ ახალი აპარატურა ჩვენს კომპიუტერს და როგორ ყენდება ამ აპარატურის დრაივერი ავტომატურად, კომპიუტერმა ”სიკვდილის ლურჯი ეკრანი” ამოაგდო და ამას აურაცხელი რაოდენობის ადამიანი უყურებდა Live-ში! თუმცა ანტირეკლამა ხომს საუკეთესო რეკლამის საშუალებაა
რადგან დღეს ვიდეოების ბუმი გვაქ... ამიტომ კიდევ ერთ საინტერესო და მხიარულ ვიდეო/სლაიდშოუს შემოგთავაზებთ! ეს გახლავთ Windows-ის ყველაზე სასაცილო Error-ები
- ალო, კომპიუტერული ფირმაა? მე თქვენთან კომპიუტერი ვიყიდე ერთი თვის წინ.
- ჰო. მერე?
- დაიწვა.
- რა დაიწვა?
- ყველაფერი.
- რა ყველაფერი?
- ყველაფერი დაიწვა.
- ყველაფერი როგორ დაიწვა! მონიტორი დაიწვა? ვინჩესტერი?
- მონიტორიც დაიწვა, ვინჩესტერიც...
- CD-ROM-იც?
- კი, ეგეც, ფლოპიც, მაზერიც...
- ეგ როგორ... რა მოხდა ეგეთი?
- ხანძარი იყო ოფისში...
_______________________________________
***
- მძიმე ბავშვობა მქონდა: ოპერატიული - 64 კბ ...
***
ერთ სამსახურში პროგრამისტს ღებულობდნენ. ანკეტის შევსებისას გრაფაში "ბავშვები" მან ჩაწერა 6/9.
ჩავარდა კადრები საგონებელში, ბევრი იფიქრეს, რა ვერსიები არ წამოაყენეს - 6 ბიჭი და 9 გოგო ყავსო, ბავშვები 6-დან 9 წლამდეო, 6 ცოლი და ცხრა ბავშვიო... ბოლოს კითხეს:
საუკუნის ციფრული შედევრი! მონა ლიზა MS Paint-ში!||იუმორი
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 1032 | 2009-01-17
მოკლედ, მართლა შედევრია ეს ნახატი. გადაღებულია ვიდეო თუ როგორ ხატავს ვიღაც გენიოსი MS Paint-ში მონა ლიზას. სავარაუდოდ ნახატი Tablet PC-ზე იხატებოდა სტილუსის (სენსორული კალმის) გამოყენებით, თორემ ასეთი რამის მაუსით დახატვა ნამდვილად ანომალიაა. მოკლედ ვიდეო აჩქარებულ რეჟიმშია და სულ 4:46 წუთი გრძელდება. უყურეთ ნამდვილად არ ინანებთ
როგო გავტეხოთ Iphone? (პირდაპირი მნიშვნელობით :) )||იუმორი
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 1029 | 2009-01-17
მოკლედ ჩემი აზრით ეს ერთერთი ყველაზე სადიზმით აღსავსე ვიდეო რგოლია რაცკი ცხოვრებაში მინახავს. ნუ მოკლედ შეიძლება 10-15 წლის მერე ასე აღარ ვიფიქრო, შეიძლება ისიც ვთქვა რომელი საუკუნეა რაღადროს Iphone-ია დალეწეთ, დაფშვენითთქო მაგრამ ახლა ამ ვიდეოს ყურებისას თვალები გადმოცვენაზე მქოდა
მოკლედ საკუთარი საიტის ეთიკას რომ არ ვარღვევდე ერთს კარგად შევაქებდი ამ ორ გენიოსს
მოკლედ ეს პოსტი წინას გაგრძელებაა უბრალოდ განსხვავებული ინტერპრეტაციით. მოკლედ აქ წარმოდგენილია MP3 შპილკები, ფანქარ-შპილკები და ა.შ. მოკლედ საკუთარი თვალით ნახეთ სუფთა შპილკების რევოლუციაა!
კომპანია toshiba-მ ანონსირება გაუკეთა თავის ახალ პერსონალურ მედია პლეერს Gigabeat V41. ახალი აპარატი აღჭურვილია 3.5 დიუმიანი QVGA TFT ეკრანით, 4 გბ მეხსიერებით, SDHC ტიპის 8 გბ ტევადობის მეხსიერების ბარათი სლოტით და 1Seg TV ტუნერით. მედიაპლეერს აქვს შესაძლებლობა წაიკითხოს MP3, WMA, WMA 9 ფორმატის აუდიო და WMV ვიდეო ფაილები. Gigabeat V41 გაძლევთ შესაძლებლობას ჩაიწეროთ ვიდეომასალა TV ტუნერიდან SDHC ტიპის მეხსიერების ბარათზე. მისი ზომებია 115x75x14.2 მმ, წონა 168 გ.
კომპანია Sony-მ წარმოადგინა VAIO-ს ახალი ბიუჯეტური ეგზემპლარი - Sony VAIO VGN-NR160E. ნოუთბუქს გააჩნია 15.4 დიუმიანი დისპლეი, 1.5 GHz Core 2 Duo პროცესორით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 160 გბ SATA ვინჩესტერით. მისი მთავარი ორიგინალობა მისი ფასია.
ასეთი მანქანის ფასი რომელიც ბატარეის სრული დატვირთვისას 3 საათზე მეტ დროს მუშაობს, სულ რაღაც 829 დოლარია (ოღონდ საქართველოში არ გეგონოთ :)) ისღა დაგვრჩენია ვადიდოთ კორპორაცია სონი, მსგავსი, სხვა კომპანიის მოდელები ხომ არანაკლებ 1000 დოლარი ღირს? ერთადერთი შემეფერხებელი ფაქტორი ის არის რომ, ნოუთბუქს არ გააჩნია Wi-Fi-ს მხარდაჭერა.
კომპანია Sony-მ წარმოადგინა Vaio U-ს ახალი ულტრაპორტატული პერსონალური კომპიუტერი. ახალმა მოწყობილობამ მიიღო ახალი პროცესორი. მაშ ასე UMPC აღჭურვილია პროცესორით Intel Core 2 Solo U1400 ტაქტური სიხშირით 1.2 მეგაჰერცი. მყარი დისკის მოცულობა 30-40 გბ. აპარატს გააჩნია 4.5 დიუმიანი სენსორული ეკრანით გარჩევადობით 1024x600-ზე. 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და Intel 945GMS Express ჩიპსეტი, Bluetooth და Wi-Fi. მისი გარე ინტერნფეისები შეიცავს USB პორტს, Felica, Firewire და Ethernet-ს. მოწყობილობა მალე ჩაეშვება გაყიდვაში და მისი ფასი იქნება 190000 იენი ან 1655 დოლარი.
ადრე ცნობილი როგორც HTC Juno, ახლა უკვე T-Mobile Shadow, აღიჭურვა მეტად მეგობრული Windows Mobile 6 ინტერფეისით. მოწყობილობას გააჩნია 2.6 დიუმიანი ეკრანით, WiFi და EDGE მოდულით და 2 მეგაპიქსელიანი კამერით. მოწყობილობის ფასი კი 149.99 $-ია + ორწლიანი კონტრაქტი....
კომპანია Sony Ericsson-მა შეიმუშავა PXi მობილური კომუნიკატორის სპეციალური ვერსია, რომლის მიზნობრივი აუდიტორიას ცაციები წარმოადგენენ! მოწყობილობას გააჩნია 3.3 დიუმიანი ეკრანი, და სტილუსი რომელიც მოხერხებულად დევს და მხოლოდ მარცხენა ხელით შეიძლება მისი გამოყენება. მაგრამ სამწუხაროდ ტელეფონი ჯერჯერობითკონცეპციის სტადიაში იმყოფება და ალბათ არც თუ ისე მალე გამოვა გაყიდვაში.
კომპანია Suzuki-მ, იაპონიის ავტოშოუ Tokyo Motor Show 2007-ზე წარმოადგინა თავისი კონცეპტი. Suzuki X-HEAD-ი ეს არის ეკოლოგიური კროსოვერი რომელიც 1.6-ლიტრიან ძრავაზე მუშაობს. სიჩქარეების გადამცემი 6 საფეხურიანია ავტომატიკასთან ერთად. სამწუხაროდ Suzuki-იმ არ წარმოადგინა ამ მანქანის გამოშვების შესაძლებელი ვადები...
მაშ ასე, კომპანია HP-ს ახალი საჩუქრი მის მომხმარებლებს. კომპანიამ გადაწყვიტა სავაჭრო ქსელში ჩაუშვას ახალი დიზაინის კეისი რომლის სახელი იქნება Virtus. ჯერჯერობით კეისის შესახებ არაფერია ცნობილი, ხოლო ალბატ უკვე მიხვდით რომ ზემოთ ნაჩვენები სურათზე კეისის ფოტოა გამოსახული
ალბათ ყველამ ვიცით რომ თუ გვინდა სერიოზული სათამაშო სადგური, უნდა გვქონდეს სერიოზული აღჭურვილობაც... კეისის მხრივ ეს უნდა გამოიხატებოდეს მის ფუნქციონალურობაში და მაღალი გაგრილებისუნარიანობაში. კომპანია HP ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით წარმოგვიდგენს მისი კისის ახალ მოდელს HP Blackbird 002 რომელიც აღჭურვილია უძლიერესი გაგრილეის სისტემით. კისი ოპტიმიზირებულია თამაშების და ოვერქლოქინგის მოყვარული მომხმარებლებისათვის. ასეთ კეისს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ აპარატურულ კომპლექტაციას, უფრო მეტიც, შეუძლია ისე გააციოს რომ ფილტვების ანთებაც კი დამართოს HP Blackbird 002-ის შთამბეჭდავი ფასი მერყეობს 2500$-დან 7000$-მდე... და რათქმაუნდა საქართველოში არ იყიდება
კომპანია HP წარმოადგინა მისი ახალი ნოუთბუქი HP Pavilion dv2600. ნოუთბუქი ბაზირებულია Intel Santa Rosa პლატფორმაზე, იყენებს პროცესორებს Celeron, Pentium, Dual Core და Intel Core 2 Duo. გააჩნია ინტეგრირებული Graphics Media Accelerator X3100 ან NVIDIA GeForce 8400M ვიდეოადაპტერი. HP Pavilion dv2600-ის სხვა დამახაიატებელი ნიშნებია 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების, 250 გიგაბაიტიანი SATA (5400 ბრუნი/წუთში) ვინჩესტერის და Lightscribe ტექნოლოგიით აღჭურვილი DVD ჩამწერის მხარდაჭერა. ნოუთბუქი გამოიყენებს ოპერაციულ სისტემას Windows VISTA. მინდაააა ;(