კომპანია Sony-მ წარმოადგინა VAIO-ს ახალი ბიუჯეტური ეგზემპლარი - Sony VAIO VGN-NR160E. ნოუთბუქს გააჩნია 15.4 დიუმიანი დისპლეი, 1.5 GHz Core 2 Duo პროცესორით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 160 გბ SATA ვინჩესტერით. მისი მთავარი ორიგინალობა მისი ფასია.
ასეთი მანქანის ფასი რომელიც ბატარეის სრული დატვირთვისას 3 საათზე მეტ დროს მუშაობს, სულ რაღაც 829 დოლარია (ოღონდ საქართველოში არ გეგონოთ :)) ისღა დაგვრჩენია ვადიდოთ კორპორაცია სონი, მსგავსი, სხვა კომპანიის მოდელები ხომ არანაკლებ 1000 დოლარი ღირს? ერთადერთი შემეფერხებელი ფაქტორი ის არის რომ, ნოუთბუქს არ გააჩნია Wi-Fi-ს მხარდაჭერა.