როგორ ვნახო ჩემი კომპიუტერის მონაცემები დეტალურად?
8:40 AM
მოკლედ გრძელდება PCMania.tk-ზე საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად კი ჩვენი ერთერთი სტუმრის "lexo"-ს კითხვაა "როგორ ვნახო ჩემი კომპიუტერის მონაცემები დეტალურად?"..
მაშ ასე.. სულ მინიმუმ, თქვენი კომპიუტერის შესახებ მწირი ინფორმაცია მაინც რომ მიიღოთ ამისათვის საჭიროა ძალიან მარტივი მოქმედების ჩატარება. უბრალოდ My Computer-ის პიქტოგრამას მარჯვენა წკაპი, მოქმედება როდესაც გამოდის ობიექტის კონტესტური მენიუ. მენიუს შამონათვალში მოძებნეთ [Properties] და დააწკაპეთ, დააკლიკეთ ან დააჭირეთ (როგორც თქვენს ტერმინოლოგიას შეესაბამება ისე მოექეცით... თუნდაც შეურაწყოფა მიაყენეთ )
ამ შემთხვევაში გამოვა ფანჯარა რომლის პირველივე გვერდზე ([General] ჩანართში) წერია ინფორმაცია ჩვენი კომპიუტერის და ოპერაციული სისტემის შესახებ. რა სისტემა აყენია, ვიზეა რეგისტრირებული და რა სიჩქარისაა ჩვენი პროცესორი, თავისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობითურთ
$IMAGE2$
იმ შემთხვევაში თუ უფრო ვრცელი ინფორმაცია გვჭირდება ჩვენი კომპიუტერის ნაწილების შესახებ (თუნდაც ვიდეოდაფა და ხმისდაფა) ამისათვის უნდა გამოვიძახოთ DirectX diagnositic tool ანუ ჩვენი კომპის დოქტორი DirectX რომელიც დაგვეხმარება დავუსვათ დიაგნოზი ჩვენს აპარატურას და ჩავატაროთ მათი მცირე ტესტირებები (ეს რაღაც სტომატოლოგთან ვიზიტს გავს)
იმისათვის რომ გამოვიძახოთ დოქტორი DirectX-ი საჭიროა შევიდეთ სტარტ მენიუში და გავუშვათ Run ველი. ველში შევიყვანოთ ბრძანება dxdiag და დავადგაფუნოთ Enter-ზე. გამოვა დიაგნოზირების უტილიტა რომელშიც მოცემულია რამდენიმე ჩანართიი სადაც ნაჩვენებია ინფორმაცია ჩვენი სისტემის, ვიდეოდაფის, ხმის და ქსელის მდგომარეობის შესახებ.