უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია eBay პოპულარული VoIP-სერვისის Skype-ის გაყიდვას აპირებს. როგორც The Times-ის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, eBay-ს აღამასრულებელმა დირექტორმა ჯონ დონაჰიუმ Skype არაჩვეულებრივ დამოუკიდებელ ბიზნესად შეაფასა და მათი აზრით, ამგვარი შეფასება კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სერვისის გაყიდვის სურვილზე მიანიშნებს. ამას გარდა, დონაჰიუმ აღნიშნა, რომ Skype-ს კომპანიის სხვა განყოფილებებთან მინიმალური კავშირი აქვს. ჯერჯერობით eBay-ს წარმომადგენლებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.