კომპთან უფრო და უფრო ხშირი ურთიერთობისას დგებით სხვადასხვა პრობლემების წინაშე რომელთა გამოსწორება ზოგჯერ ადვილი ზოგჯერ კი ცოტაარიყოს ძნელია. შეიძლება ითქვას გამოცდილება ევრორებიდან მოდისო.. მართალიც იქნება რადგან, სანამ რაღაც არ დაგიევრორებს მანამდე ვერ ისწავლი მისი შეკეთების გზებს.
შეცდომები ოპ.სისტემაში ძირითადად გამოწვეულია სხვადასხვა სისტემური ფაილების დაზიანებით რომელთა შეკეთება და ორიგინალი ჩასწორებაა საჭირო. ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ვირუსები სისტემური ფაილების თავისთვის სასარგებლოდ სრულ მოდიფიკაციას ახდენენ, სწორედ ამ დროს სისტემა გამართულად ვეღარ ახერხებს მუშაობას და ჩვენი საყვარელი ვირუსების ჩუმი ჩ*** ჩანაფიქრებიც 100%ით სრულდება
რა არის Rundll32.exe ?
Rundll32.exe ერთერთ მნიშვნელოვანი პროცესის სახელია თქვენს საყვარელ ო.ს.-ში. მისი დანიშნულებაა სხვადასხვა პროგრამების dll ფაილების მოგროვება, ბიბლიოთეკად შექმნა და ოპერატიულ მეხსიერებაში გადაყრა. ამ პროცესის დაზიანება ნიშნავს რომ ვერ იმუშავებთ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრულყოფილად. კომპიც გაჭედავს და არც ნერვები იზავს ნაკლებს.. მოკლედ ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ თუ მაინც მოხდა და დაგიზიანდათ Rundll32.exe ნუ იდარდებთ მისი შეკეთება მარტივი მოძრაობებით შეიძლება..
როგორ შევაკეთოთ Rundll32.exe ?
შეირბინეთ ამ ორ სისტემურ ფოლდერში: C:\windows\system32\dllcache და C:\windows\ServicePackFiles\i386, გადახედეთ ამ ფოლდერში არსებულ სისტემურ ფაილებს და მონახეთ Rundll32.exe, თუ ასეთი ფაილი არსებობს უბრალოდ დააკოპირეთ და თავზე გადააწერეთ/ან ჩაწერეთ სისტემურ ფოლდერში C:\windows\system32
თუ ამ პაპკებში არ დაგხვდათ ეგ ფაილი ან სხვა რაიმე პრობლემაა უბრალოდ შეგიძლიათ თქვენი ვინდოუზავრის საინსტალაციო CD-ზე მონახოთ ეგ ფაილი.. უკიდურეს შემთხვევაში გამოსავალია ვინდოუსის გადაყენება ან Repair-ი რომელიც დიდ დროს წაიღებს და შეილება C დაფორმაებაც დასჭირდეს. ასე რომ სცადეთ ზემოთ ახწერილი მეთოდი და უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ მაგიურ რეინსტალაციას რომელიც იმედი მაქ არაერთხელ გაგიკეთებიათ.
ვისაც დეტალურად აინტერესებს ვინდოუსის ინსტალაციის ინსტრუქცია ა ბატონო: Windows XP-ს გადაყენება: დეტალური ინსტრუქცია
|