ყველაზე სასაცილო კურიოზული შემთხვევები TBC ბანკის ისტორიიდან..
ჩემი მეგობარი სალაროში მუშაობდა, მოვიდა კლიენტი და დაზიანებული დოლარის კუპიურა მიაწოდა. ჩემი მეგობარი შეეკითხა: ბატონო, დაზიანებული გაქვთ და ორი დოლარისას მოგაჭრითო . იყო თურმე დიდი ამბავი, სიცილ-ხარხარი….
—————————-
კლიენტი მოსულა და უკითხავს: “ბარათი გადამეყლაპა და რა ვკნააააა???????????
—————————-
კლიენტი შემოვიდა, რაღაც ოპერაციას აკეთებს და აღმოჩნდა რომ საბუთში გვარში ასოა გამოტოვებული… დაბნეული ოპერატორი რეკავს ჯგუფის უფროსთან და ეკითხება:
- ბატონია მოსული, ასო აქვს ამოგდებული და მივცე??
ნუ უფროსმა გაიკვირვა და თუ უკვე ამოღებული აქვს მიეცი აბა რა უნდა ქნაო
—————————-
ერთხელ ერთი კლიენტი შემოვიდა ოქროს დაგირავება უნდოდა, მეკითხება ოქროსას არ იდებთო??
მეთქი არათქო, გულში კი გავიფიქრე ოქროსი იყოს რას არ შევიდებთქო
————————–
მონოს და ლაი-ლაის ისე ხშირად მეკითხებოდნენ (თან უარს რომ ვეტყოდი გაბრაზებულები გადიოდნენ, ამხელა ბანკში მონო არ უნდა იყოსო?), ერთხელ გამწარებულმა ვუთხარი მონო არა, მაგრამ ახალი ხორცი გვაქვს მიღებული მეთქი…
————————–
პლასტიკურ ბარათზე:
- აი ამ ზოლში ხელი უნდა მოაწეროთ…
- გადავფხიკო???……
————————-
კლიენტს ვავსებინებ ანგარიშის გახსნის განაცხადს. ყველა ველის გასწვრივ არის დაბეჭდილი
...
კითხვის გაგრძელება »
|