მთავარი » 2009 » აპრილი » 13
|
|
|
|
მზე||სტატიები |
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 2911 | 2009-04-13 |
მზის სისტემა მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9% შეადგენს. მზის მიზიდულობას ”ჩაჭერილი აქვს” მზის მახლობლად მდებარე ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს, საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. 4 შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7 000-ჯერ უფრო შორსაა.
მზე მზე ტიპიური ვარსკვლავია. სხვა ვარსკვლავების მსგავსად, ისიც წყალბადის გიგანტური სფეროა. მზის ენერგიის წყარო მის ბირთვშია, სადაც ტემპერატურა 15 000 000 გრადუსს აღწევს. ქინძისთავის ამ ტემპერატურამდე გაცხელება რომ შეგვეძლოს, ის 100 კილომეტრის ფარგლებში მდებარე ყველა საგანს ცეცხლს წაუკიდებდა. მზის ბირთვი უწყვეტად ფეთქებადი ბირთვული ბომბის მსგავსია, თუმცა გაცილებით, უფრო დიდია. ის ყოველ წამს 4 000 000 ტონა წყალბადს სითბოდ და სინათლედ გარდაქმნის. გაზი, რომელიც ბირთვს გარს აკრავს, ამ ენერგიას შთანთქავს და მდუღარე ზედაპირზე ააქვს, საიდანაც სითბო და სინათლე კოსმოსში გაიტყორცნება.
მზის ლაქები დრო გამოშვებით მზის ზედაპირზე ბნელი წერტილები ჩნდება და ქრება. მათ მზის ლაქებს უწოდებენ. ეს ლაქები ბნელი იმიტომა
...
კითხვის გაგრძელება »
|
| |
|
|
|
| |
|
|