1).გახსენით იმ პიროვნების ფოტო, რომელიც გსურთ გადააქციოთ უცხოპლანეტელად.
2) შეასრულეთ ბრძანება Filter > Liquify (Shift+Ctrl+X): მარჯვენა მხარეს, პალიტრაში Tool Options დააყენეთ პარამეტრი Brush Size (ფუნჯის ზომა) პიროვნების თავის ზომის მიხედვით. ამ მაგალითში ფუნჯის ზომა დაყენებულია 145 პიქსელზე.
3) აირჩიეთ ინსტრუმენტი “Bloat Tool” (B ) და მისი საშუალებით გაადიდეთ პიროვნების თავი.
4) ახლა აირჩიეთ ინსტრუმენტი “Pucker Tool” (S ). მიიტანეთ ფუნჯის ცენტრი ნიკაპზე, დააჭირეთ მაუსის მარცხენა ღილაკს და არ აუშვათ მანამდე, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.
5) დააპატარავეთ ფუნჯის ზომა და კვლავ ”Pucker Tool”-ის მეშვეობით გაწელეთ პიროვნების ყურები, დააპატარავეთ ცხვირი და პირი.