მთავარი » 2009 » იანვარი » 21 » Windows Defender - გაამყარე შენი ციხესიმაგრე!
Windows Defender - გაამყარე შენი ციხესიმაგრე!
11:55 AM

Windows Defender - ბიძია ბილის დაცვის სისტემა რომელიც დამიჯერეთ ნამდვილად ეფექტურია.. ფანჯრულ-დეფენდერი გამოიყენება კომპიუტერის დასაცავად გულის შემაწუხებელი POP-UP-ებისაგან და სხვადასხვა მავნე ობიექტების დეტექტირებისათვის და მოშორებისათვის, როგორებიცაა Spyware-ები და მათი ბიძაშვილები (ეგენი ჩინელებივით მრავლდებიან). ეს უტილიტა თავისი ბეტონის ციხესიმაგრით დაგეხმარებათ თქვენი სისტემის მუშაობის უნარის გაუმჯობოსებაში.




Windows Defender ჩემი აზრით ანტივირუსის დამხმარე საუკეთესო საშუალებაა, Defender-ის გამოყენებით თქვენი სისტემა ორმაგად დაცული ხდება მითუმეტეს რომ ესეც ჩვენი "საყვარელი" Microsoft-ის ნაწარმია და შესაბამისად სპეციალურად Windows-ის პლატფორმაზეა შექმნილი. ხო რაც მთავარია ჩვენს ციხესიმაგრუკას გააჩნია Real-Time Protection სისტემა, ანუ სკანირების გარეშეც თუ რაიმე მავნე გააქტიურდა სისტემაში უმალვე წაავლებს და სამსჯავროზე გამოიყვანს თქვენს წინაშე! თან გეტყვით ვინაა, საიდან მოვიდა, რა უნდა და რამდენად საშიში დამნაშეავეა (ვასრულებდი ჩემ კვარდრატზე შემოვლას.. და ა.შ) . ამ დროს იგი აჩერებს იმ აღმოჩენილ Spyware-ს სანამ იგი თქვენი კომპიუტერის ინფიცირებას მოასწრებს.



პროგრამა მუშაობს background რეჟიმში და შესაბამისად თქვენ შეუწუხებლად ასრულებს თავის მოვალეობას.. რათქმაუნდა როგორც ყველა დაცვის სისტემა ისევე ჩვენი Defender-იც აკეთებს Spyware-ბის მონაცემთა ბაზის განახლებებს რომლის საშუალებითაც უფრო დაცული ხდებით ახალი მავნე ქმნილებებისაგან.

Windows Defender-ი ინტეგრირებლია Windows Vista-ს ყველა ვერსიაში, ხოლო მათთვის ვისაც აქვს Windows XP Service Pack 2 ან Service Pack 3 და Windows Server 2003 Service Pack 1 ან უფრო ახალი აუცილებელია მათი სისტემა genuine აქტივირებული იყოს. ვისაც გაინტერესებთ როგორ გახადოთ თქვენი სისტემა 100% აქტივირებული იხილეთ სტატია: Windows XP-ს 100%-იანი აქტივაცია!


ვისა გინდათ გადმოწერეთ!

ლინკი PCMania-ს სერვერიდან

AVTOR G_O_G_A


კატეგორია: ჩაწერები | ნანახია: 1046 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები