მთავარი » 2009 » მაისი » 07
  კონტექსტური მენიუს გაწმენდა||სტატიები

შესავალი

აურაცხელი პროგრამების დაყენების შემდეგ ჩვენი Windows-ის კონტექსტურ მენიუში ჩნდება, სხვადასხვა ბრძანებები, რომლებიც ხშირად არ გვჭირდება (მითუმეტეს თუ ამ პროგრამებს წავშლით და ისინი მაინც დატოვებენ თავის კვალს კონტექსტურ მენიუში), მოკლედ დადგა დრო რომ მივყვეთ ყველაფერს და შევეცადოთ გავწმინდოთ იგი, დავტოვოთ მასში მხოლოდ გამოსადეგი ბრძანებები და განყოფილებები.

        

როგორც ზემოთ ვახსენე კონტექსტურ მენიუში სხვადასხვა პროგრამები (Winrar, Winamp, და სხვ.) ამატებენ თავიანთ ბრძანებებს, რათა მომხმარებლისთვის უფრო მოხერხებული იყოს მათთან მუშაობა, მაგრამ ზოგიერთ ბრძანებას უმეტეს შემთხვევაში არავინ იყენებს (ამასობაში კონტექსტური მენიუ იზრდება და იზრდება!) მაგ: „Enqueue in Winamp” გამოგიყენებიათ როდესმე? მე მაგალითად არასოდეს არ მიმიმართავს ამ ბრძანებისთვის, კიდევ არის უამრავი ასეთი პატარა წვრილმანი ბრძანება, რომელიც ჩვენს კონტექსტურ მენიუს გეომეტრიული პროგრესიით ზრდის:–) მენიუს გაწმენდის მრავალი საშუალება არსებობს, მაგალითად ზოგიერთ პროგრამას აქვს პარამეტრებში ამ ბრძანებების მოშორების შესაძლებლობა, მაგრამ თუ ეს პროგრამა წაშლილია და დატოვებული აქვს ბრძანება ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:1 
  ანტივირუსები – როგორ და რატომ||სტატიები

 

დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?

 

თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.

 

დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.

... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  Start Menu-ს სახელის შეცვლა||სტატიები

შესავალი

ადრე ”კომპინფო”-ს ბეჭდვითი ჟურნალის პირველ ნომერში, სტატიაში ”Start->Trast ანუ რომელი გვირჩევნია” იყო აღწერილი მეთოდი, თუ როგორ შეიძლებოდა Windows Start Menu-ს სახელის შეცვლა, მაგრამ ადრინდელ სტატიაში აღწერილ მეთოდს ქონდა რამოდენიმე მინუსი, 1. ის, რომ არ შეიძლებოდა 5 ასოზე ან ციფრზე მეტის გამოყენება და მეორე, საკმაოდ რთულად შერულებადი ოპერაცია იყო. ამ სტატიაში განვიხილავთ იგივე თემას (საუბარია Start Menu-ს სახელის შეცვლაზე), მაგრამ ორი დადებითი თვისებით, არ ვართ შეზღუდულნი ასოების და ციფრების რაოდენობაში და მეორე ყველაფერი გაცილებით მარტივია, მოკლედ შევუდგეთ საქმეს და მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით: პირველ რიგში დაგვჭირდება პროგრამა Resource Hacker და  String Editor (იმ შემთხვევაში თუ გვჭირდება ქართული წარწერა, შემდეგში მოგვიწევს რეესტრში გასეირნება. 

 
Start Menu-ს პირვანდელი სახე

ოპერაცია “Ы”

საქმეში წარმატების მისაღწევად დაგვჭირდება ფაილი Explorer.exe რომელიც მდებარეობს საქაღალდეში C:\Windows\ (თუ რა თქმა უნდა Windows-ი C დისკზე გიყენიათ), პროგრამა Resource Hacker-ი (String Editor-ს ქვემოთ განვიხილავთ) და Windows ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  პორტების სკანირება||სტატიები
პორტების სკანირება
თავსატკივარი, ან იქნებ...

ვის არ უნახავს, ცეცხლოვანი კედლის (Firewall) შეტყობინება, რომ თქვენს პორტებს ვიღაც ბოროტი ბიძია ასკანირებს. ზოგ ახალბედას ეს საკითხი ცნობისმოყვარეობას უღვივებს, ზოგიც ამ ფანჯარას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ რას ნიშნავს და რა დანიშნულება აქვს ამ ფანჯარას, ყველას აინტერესებს. და მაინც რა არის პორტების სკანირება?

ამ სტატიაში ვეცდები ზოგადად ავხსნა ეს საკითხი და ასევე შემოგთავაზოთ პატარა მიმოხილვა, თუ როგორ დავასკანიროთ პორტები და როგორ დავიცვათ თავი. იმისათვის, რომ ეს საკითხი კარგად გაიგოთ, საჭიროა, იცოდეთ TCP/IP “ჩაინიკის” დონეზე, არჩევდეთ ლოკალურ და გლობალურ ქსელებს, ასევე იცოდეთ რას წამოადგენენ პორტები. თუ ამის ცოდნაში ეჭვი გეპარებათ გადაიკითხეთ ja_ja-ს სტატია ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
  ყველაფერი პორტებზე და გადამისამართებაზე!!||სტატიები

რედაქციაში სულ უფრო მეტი და მეტი წერილები მოდის ამა თუ იმ სახის დაკავშირების პრობლემაზე. ზოგიერთს სურს თავის სახლის კომპიუტერზე სათამაშო სერვერის გახსნა, ზოგს სურს FTP ან HTTP სერვერის გახსნა. ზოგიერთს ბოროტი მიზნების გამო, ან საქმიდან გამომდინარე სჭირდება კომპიუტერების დისტანციაზე მართვა, მაგრამ ყველა ამ სახის სურვილის დროს რაღაც გაუგებარი პორტების და გადამისამართების ცივი კედლები გვხვდება.

სამწუხაროდ არცერთი ინტერნეტ რესურსი (არც უცხოური და არც ქართული, თუმცა ქართული რესურსები საერთოდ სულ სხვა რაღაცით არიან დაკავებული) თავის თავზე არ იღებს ამ საკითხის განხილვას. ზოგი თვლის რომ თვითონ იცის და სხვამ არ უნდა იცოდეს, ზოგი თვლის რომ ამის ახსნა ძალიან ძნელია, ზოგი კი ამხანაგის ან მეზობლის თვალში ქულას იწერს როდესაც ამბობს: მაგას რა უნდა გადამისამართება გააკეთე და მორჩაო. თუმცა რეალურად თვითონაც არ იცის რას ამბობს და მითუმეტეს როგორ უნდა განხორციელდეს ეს გადამისამართება. როგორც ვხვდები ისევ მე მომიწევს ამ ლეგენდების სამყაროში შეჭრა და მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით ყველაფრის ახსნა. მოკლედ თუ მზად ხართ და ცოდნის გაღრმავება გსურთ დროა საქმეს შევუდგეთ.

საჭირო განმარტებები
თავიდან უნდა შევისწავლოთ რამდენიმე ძირითადი განმარტება რომლებიც ამ სტატიის მიმოხილვისას დაგვჭირდება.

1, ლოკალური ქსელი
ეს არის ქსელის ის ტიპი რომელიც შექმნილია ერთი ორგანიზაციის, სამეზობლოს, ან კორპუსის არეალში. როგორც წესი ამ ქსელის უ ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები