მთავარი » 2009 » მაისი » 19
  ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ||ჩაწერები
ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ
ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ

Opera-ს მომხმარებლებს ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ქრება ძველი ჩამოტვირთვები ჩამოტვირთვების მენეჯერიდან სისტემის გადატვირთვის შემდეგ და ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ ხანდახან დაუმთავრებელი ჩამოტვირთვებიც ქრებიან ჩამოტვირთვების მენეჯერიდან. არადა ხანდახან ეს დაუმთავრებელი ჩამოტვირთვა 1.5 გიგაბაიტიანი ფილმის 90%-ზე მისული ნაწილია! დღეს ვისწავლით, როგორ აღვადგინოთ და გავაგრძელოთ სისტემის გადატვირთვის შემდეგ გამქრალი ჩამოტვირთვები.



თუ გადატვირთვის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ჩამოტვირთვა გაქრა, გააკეთეთ შემდეგი:

  1. დაიწყეთ იმავე ფაილის გადმოწერა, შეინახეთ იმავე საქაღალდეში, სადაც ფაილის  დაუმთავრებელი ნაწილია შენახული
  2. დააპაუზეთ ჩამოტვირთვა
  3. წაშალეთ ფაილის ახლად ჩამოტვირთული ნაწილი
  4. ფაილის ძველ ნაწილს დაარქვით ახალი ნაწილის სახელი
  5. გააგრძელეთ ჩამოტვირთვა

ამის შემდეგ დაინახავთ, რომ თურმე ოპერა იწერს 450 მბ/წმ სიჩქარით, მაგრამ არ გაგიკვირდეთ - ბრაუზერის ჩამოტვირთვის სიჩქარის გამომთვლელ ალგორითმს თავგზა აქვს აბნეული ჩვენი ტრიუკებით :-)

იგივე მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ, თუ ემთხვევით ჩამოტვირთვა წაგეშლებათ ან უცებ აღმოაჩენთ, რომ ფაილის უფრო სწრაფი სარკე (mirror) არსებობს.

აღებულია ... კითხვის გაგრძელება »


კითხვის გაგრძელება | კომენტარები:0 
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები