მთავარი » 2009 » მაისი » 11 » Window ის ვარიაციები
Window ის ვარიაციები
3:30 PM

მოკლედ 4 ძირითადი სისტემა არსებობს: 

მაშ ასე შეუდგეთ საქმეს!!


1.Windows XP Media Edition - არის ვითომ მაქსიმალურად შექმნილი გართობისთვის, აქვს მედია სადგურის ჩანასახები, რა თქმა უნდა გათვლილია უძლიერეს კომპებზე, პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვები არა აქვს, გარდა დომენში ჩართვის შეზღუდვისა, შექმნილია თამაშებისთვის და გართობისთვის, უნდა აამუშაოს ველანაირი სისტემა. მოკლედ გათვლილია გეიმერებზე, მედია სადგურების მოყვარულებზე და რა თქმა უნდა გათვლილია ძლიერ კომპებზე;

2. Windows XP Pro - დიდად პირველისგან არ განსხვავდება იმ პუნქტების გარდა რაც მედია სადგურს შეეხება, ანუ პულტების მხარდაჭერა და გასართობი ცენტრი, პლიუს Microsoft Plus-ის არ მოყვება, ცალკე უნდა დააყენო, სამაგიეროდ მუშაობს დომენებში, ანუ დომენზე აწყობილი კორპორაციებისთვის ყველაზე კაი გამოსავალია. დანარჩენში შეზღუდვა პრაქტიკულად არ აქვს, კაროჩე ამ ვერსიას ყველაფერი აქვს რაც XP-სთვის შექმნილა, წინა ვერსიისგან განსხვავებით დეფაულტად არ აქვს რამდენიმე კომპონენტი დაყენებული, მაგრამ ნებისმიერ დროს აბდეიტების სახით ან ცალკე პაკეტად შეიძლება დაინსტალირება და მიიღებ იგივე Media Edition-ს პლიუს დომენ კონტროლრის მხარადჭერას. გათვლილია ძლიერ კომპებზე, თამაშებზე, პროგრამებზე, გეიმერებზე და მოკლედ არავის არ აწყენს ეს ვერსია. თუ გარეკილი გაქვს და Windows-ის დესკტოპებ-ის ფონებზე+გაფორმებებზე აფრენ მაშინ გინდა Media Edition-ი სხვა მხრივ კი მხოლოდ PRO-ს გირჩევ.

3. Windows XP Home Edition - თავიდან ამ ვერსიაში შეზღუდული იყო LAN მხარდაჭერა, მაგრამ შემდეგ ეს მოხსნეს, სამაგიეროდ დღემდე ამ ვერსიას არ აქვს დომენური კონტროლეტის მხარდაჭერა, ასევე თითქოსდა არა აქვს 1 გიგაბაიტ მეხსიერებაზე მეტის მხარდაჭერა და სხვა მინიმალური პაკეტების მხარდაჭერა, ძირითადად ეხება ქსელს და ადმინისტრირებას, მაგალითად Home ვერსიაში ისე სრულად ვერ მარტავ იუზერების ექაუნთებს კონსოლიდან როგორც PRO ვერსიაში, შედეგად იაფიც ღირს და როგორც წესი საშუალო კლასის ნოთებზე აინსტალირებენ, ასევე აინსტალირებენ უმეტეს სამომხმარებლო კომპებზე და ბიზნეს კლასის ნოუთებზე. იდეაში თუ შენი საქმიანობა შემოიფაქრგლება სახლში მუშაობით, არ გჭირდება დომენ კონტროლერი, არ გაქვს კომპზე ბევრი იუზერების ექაუნთები რომლებსაც კვოტირება და სხვადასხვა სახის მართვა სჭირდებათ, მაშინ ეს სისტემა უნივერსალური გამოსავალია. ინეტრნეტზე, ფილმებზე, პროგრამებზე პრობლემა არა გაქვს, პირადად 2 გიგაბაიტი მეხსიერებაც ჩამიყენებია მაგ სისტემაზე და მშვენივრად აღიქვავს, ასე რომ 1 გიგაბაიტიანი ლიმიტი უფრო თეორიაშია და ალბათ უკვე მოხსნილია, როგორც თავიდან LAN-ში შესვლა იყო გათიშული და შემდეგ იძულებულები იყვნენ ჩაერთოთ.

4. Windows XP Starter Edition - შექმნილია განვითარებადი ქვეყნებისთვის, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი და ასე შემდეგ, ანუ ქვეყნები სადაც ფული ნაკლებად აქვთ, ან ბევრია ძველი კომპები, ხალხი გაგებაში არაა რა არის კომპი და ასე შემდეგ. ძირითადად გამოიყენება სიიაფის გამო, კერძოდ გამოსვლის დღესვე მისი მაქსიმალური ფასი იყო 32$ დღეს კიდევ უფრო დაეცა და მგონი კომპანიის საიტზე 12-15$ ღირს. გამოირჩევა გარკვეული შეზღუდვებით. რა თქმა უნდა არ აქვს დომენ კონტროლერის მხარდაჭერა, მუშაობს მხოლდო ერთი იუზერისთვის, არ შეიძლება 3 პროგრამაზე მეტის გაშვება (უფროსწორედ სამ ფანჯარაზე მეტს ვერ გახსნი, გინდა ეს სამი ფანჯარა იყოს WORD-ი ან Internet Explorer-ი, სხვა ვეღარაფერს გაუშვებ სანამ ერთერთ ფანჯარას ამ სამიდან არ დახურავ), აქვს შეზღუდვა მეხსიერებაზე, თავიდან მაქსიმუმ 128 მეგაბაიტს აღიქვავდა, ახლა მგონი 256-მდე აწიეს ეს ლიმიტი, არ აქვს 2 ბირთვიანი პროცესორების, HT და სხვა ახალი ტექნოლოგიური მიღწევების მხარადჭერა. ანუ ასეთ სისტემიან კომპში რომც იყოს HT-იანი პროცი, მაინც ერთ პროცესორად გამოჩნდება, ჩასვავ 2 ბირთვიანს და გამოიყენებს მხოლოდ 1 ბირთვს.
ძირითადად ეს სისტემა შექმნილია სიიაფის გამო და იმისათვის რომ LINUX-ის შეტევა შეესუსტებინათ, ბევრ ქვეყანაში ამ სისტემას სასწავლო ორგანიზაციებს სთავაზობენ, ან სახელმწიფო სტრუქტურებს, ანუ იქ სადაც არაა ძლიერი კომპები და ძლიერი საქმე გასაკეთებელი.
მაგალითად საქართველოსთვსი შემოთავაზებული იყო სკოლებში დაყენებულიყო კომპები და თითო კომპზე დაინსტალირებულიყო Windows XP Starter Edition-ი, ფასი თითო ლიცენზიაზე იყო თუ არავცდები 5$ შემდეგ კიდევ უფრო დააგდეს, მაგრამ ჩვენმა განათლებულმა განათლების სამინისტრომ ამჯობინა ლინუხოიდობა, 3-4 წელის გაუგებარი სასტავის ქობულეთში გრიალი ვითომ გაქართულებისთვის, ოხრად კომპების შეძენა და ზედ Linux-ების დაყენება იმიტომ რომ უფასო სისტემააო და ასე შედმეგ.
სინამდვილეში კი რომ გადაითვალოს რაც ფულიც დაიხარჯა თითო კომპზე Linux-ის დაყენებზე შეიძლება კაი 50-100$ გამოვიდეს, მაშინ როდესაც ლიცენზირებული სისტემა 5$ ჯდებოდა (ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარი იყო რამდენიმე ათას ასლზე და არა ერთი-ორ ასლზე).
როგორც წესი ვერ გათვალეს, სისტემას მაინც ვიღაც აყენებს, იმას ფული დაინსტალირებაში უნდა გადაუხადო, პლიუს უმეტესობა კომპები თან ბიუჯეტური გათვლილია Windows-ზე და არა სხვა სისტემაზე, შედეგად პირველი 2000 კომპიანი პარტია რომელიც ჩერეზ ALTA გამოიტანეს Linux-ზე გულს ირევდა, იმიტომ რომ ტენდერში მოთხოვნა იყო რაოდენობაზე და ფასზე, სულ არავის დაუსახია ALTA-სთვის Linux-თან თავსებადობა. კომპანიამაც შესაბამისად დაიანგარიშა და მიაწოდა SIS-სი ჩიფსეტზე ყველაზე იაფი დედიკოები, შედეგად Linux-ის ინსტალაციის შემდეგ კომპებზე ვიდეო და აუდიო სისტემა მუშაობაზე უარს ამბობდა :-).

მეორე ტენდეტრში უკვე გაითვალისწინეს ეს პირობა, მაგრამ 2000 კომპი შეიტენეს. პლიუს ამას მოყვა მეორე იდიოტიზმი, მიიტანეს სკოლებში კომპები Linux-ით და ვერავინ ვერ გაუგო ზედ რა ეკეთებინათ, შედეგად დღესაც კი 80% შემთხვევაში სკოლის კომპებზე წაიშალა Linux-ი და დააყენეს არალიცენზირებული Windows XP PRO. რომლის აღმოჩენაც სკოლებს მომავალში შეიძლება სერიოზული ჯარიმის საფუძველი გაუხდეს. გაიხსენეთ რუსეთის საქმე, როდესაც ერთერთ სკოლას MS-ი არალიცენზირებული სოფტის გამოყენებას ედავებოდა და დირექტორს რამდენიმე წლის ხელფასით აჯარიმებდა :-), ბოლოს MS-მა მოთხოვნა მოხსნა, მაგრამ ატრაკებდა რუსეთის საავტორო უფლების კომიტეტი, MS-მა უთხრა კაი დაიკიდეთ მე მკიდია მაგ სკოლის ამბავი და თუ ასე ატრაკებთ ყველაზე გაატრაკეთო, თუ არა და მაგ ერთ სკოლას შეეშვითო. იდეაში შეეშვნენ, მერე დირექტორი აბუნტდა შეურაწყოფა როგორო მომაყენეთო, ხელახლა დაიწყო სასამართლო დავა და ამჯერად დირექტორს გაედო :-), რა თანხაში ეგ უკვე აღარ მახსოვს.

კაროჩე ყველაფერი ეს ოდესღაც აქაც განმეორდება და ყველაფერი იმის ბრალია რომ MS-ის მიერ გათვლილი 5$-იანი სისტემა (შემდეგში კი მგონი 2 თუ 3$-იანი სისტემა) ჩვენი გაუნათლებელი განათლების სამინისტროსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არადა სწორედ ასეთი კურიოზები რომ არ წარმოქმნილიყო იმიტომ იყო ეს სისტემა შექმნილი. ვაი ვაგლახით MS-მა აქაურ თავის პარტნიორს ფული გადმოურიცხა და გააქართულებინა სისტემა, ამ გაქართლებას მერე იმ ოფიციალურ სისტემაზე უპრობლემოდ დააყენებდნენ, მაგრამ ამჯობინეს, ათასები გადაყრილიყო, ვითომ ქართული ირმის ნახტომის შექმნაში (ხალხში ცნობილია სახელით "მაჩვის ნახტომი", "ციყვის ნახტომი" "რქიანი პრიჟოკი" და სხვა), 4 წელი სასტავი სამინისტროს ხარჯზე ვითომ დადიოდა ქობულეთში გაქართულების პრაგულკებზე, რამდენი უაზრო პრეზენტაცია გაიმართა, რამდენი დამოუკიდებელი ჯგუფი თარგმნიდა, რამდენი სხვადასხვა სახის დისტრიბუტივი შექმნა და ასე შემდეგ. 

P.S. ხო და კიდევ ამ ვინდოუსების გარდა ინტერნეტში არის აგრეთვე სხვა ვერსიებიც რომლებზეც მე არ მოგიყვებით რადაგნ ისინი არის ჰაკერების და ასეთი ხალხის ნაჩალიჩარი და არ არის რეკომენდირებული კომპისათვის იმიტომ რომ ზოგი ვირუს შეიცავს ზოგის პროგრამა აკლია ზოგს კიდე ისეთი პროგრამა აქ დამატებული რომლებიც მხოლოდ ჰაკერებს ჭირდებათ!!! ასე რომ ჩაიწერეთ მხოლოდ და მხოლოდ ის ვერსიები რომლებზეც აქაა მოთხრობლი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი წინდი დიდხანს ვერ გაქაჩავს და ისევ და ისევ დაგაყენება დასჭირდება!!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის წარმატებებს გისურვებთ!!!

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1470 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 3
Ñîîáùåíèå # 3  Íàïèñàë: kote (2013-01-19)

ici ras getyvi dzma magrad gabandzda es sheni windows xp ;) profesionali imitom rom exla yvela tamashi windows 7 -- gamodis ;) ;) :)
Ñîîáùåíèå # 2  Íàïèñàë: qristi (2010-03-30)

didi madloba informaciisatvis... es saiti degs vnaxe3 pirvelad da dzalian momewona...
Ñîîáùåíèå # 1  Íàïèñàë: Cr[A]zy Ga[M]eR (2009-05-11)

ძაან მაგადიააა!! wacko wacko wacko wacko wacko
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები