მთავარი » 2009 » მაისი » 28 » ვბლოკავთ რეკლამებს
ვბლოკავთ რეკლამებს
11:40 AM
ვბლოკავთ რეკლამებს
ვბლოკავთ რეკლამებს

რეკლამები არავის გვიყვარს, მით უმეტეს, თუ ძალიან არასასიამოვნო ადგილებშია განთავსებული - მაგალითად, ფორუმის პოსტებს შორის, სიახლის ტექსტში საიტებზე და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც მისი ყოფნა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის წაკითხვას ან ნავიგაციას ართულებს. მოკლედ, რეკლამების მოშორება საიტის მფლობელის მეტს ყველას უხარია და თუ მაინცდამაინც სენტიმენტალური გრძნობები არ გაქვთ ამ უკანასკნელის და მისი შემოსავლის მიმართ, დაიკაპიწეთ ხელები და გავეცნოთ, რა საშუალებები აქვს Opera-ს რეკლამების დასაბლოკად.



პირველ რიგში მიმოვიხილოთ კონტენტის ბლოკერი თითოეული საიტისთვის. რეკლამის დასაბლოკად შედით რომელიმე რეკლამების შემცველ საიტზე, სადმე არააქტიურ ადგილას მიამარჯვენაკლიკეთ და აირჩიეთ Block Content. მთელი ტაბი გაბუნდოვნდება და გვერდის დასაწყისში გაჩნდება ყვითელი ხაზი მცირე ინფორმაციით და სამი ღილაკით: "Done", "Cancel", "Details".

Opera Block Content

ბლოკირება მარტივია, მიიტანეთ დასაბლოკ ობიექტთან კურსორი და მიაკლიკეთ, ობიექტზე დაიწერება "Blocked Content" (განსაბლოკად კიდევ ერთხელ დააჭირეთ ობიექტს). შეამჩნევთ, რომ ხანდახან ერთი ობიექტის დაბლოკვისას ავტომატურად რამდენიმე სხვაც იბლოკება. ეს იმიტომ ხდება, რომ Opera ცდილობს, ავტომატურად ამოიცნოს დაბლოკილი ობიექტის მსგავსი სხვა ობიექტებიც (მათი მისამართის და განთავსების ადგილის მიხედვით) და ამით შრომა შეგიმსუბუქოთ, თუმცა სრულყოფილი არაფერია და შეცდომები ხანდახან ამ ალგორითმსაც მოსდის, ამიტომ არსებობს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ობიექტის დაბლოკვის შესაძლებლობაც - თუ ობიექტზე დაკლიკებისას Shift-საც დააჭერთ, Opera აღარ ეცდება მსგავსი ობიექტების დაბლოკვას.

Blocked Image - Opera Block Content

როცა მორჩებით წმენდას, დააჭირეთ ღილაკს Done და იხილავთ გვერდს, რომელზეც რეკლამები აღარ იქნება, თვითონ ნახავთ, რა სასიამოვნოა :-) ხანდახან ძველი ბლოკირებების მოხსნაც შეიძლება დაგჭირდეთ, ამისთვის იმავე Block Content-ში შესვლის შემდეგ უბრალოდ მიაკლიკეთ ბლოკირებულ ობიექტს ან დააჭირეთ ღილაკს Details, გამოვა ფანჯარა ყველა ბლოკის ჩამონათვალით, იქვეა შესაძლებელი მათი რედაქტირება ან წაშლა.

გასათვალიწინებელია, რომ ამ მეთოდით javascript რეკლამებს ვერ დაბლოკავთ.

მეორე გზა გრაფიკულ ინტერფეისს აღარ მოიცავს, მაგრამ უფრო ეფექტურია. როგორც შეამჩნევდით, პირველი მეთოდით მხოლოდ ცალკეულ საიტებზეა შესაძლებელი რეკლამების დაბლოკვა, თუმცა ძალიან ბევრგან შეგხვდებათ Google-ის, DoubleClick-ის, AdBrite-ის და სხვა რეკლამების პროვაიდერების რეკლამები. მეორე მეთოდი საშუალებას მოგვცემს, ყველა ცნობილი რეკლამის პროვაიდერი ერთიანად, ყველა საიტზე დავბლოკოთ.

პირველ რიგში შევდივართ პროფილში (პროფილის მისამართი იხილეთ აქ, თუ Opera-თი ხართ შემოსული) და ვხსნით ფაილს urlfilter.ini. თუ ასეთი ფაილი ვერ იპოვეთ, შექმენით და ჩაწერეთ შემდეგი (გაითვალისწინეთ, ამ დროს Opera უმჯობესია გამორთული იყოს):

Opera Preferences version 2.1
; Do not edit this file while Opera is running
; This file is stored in UTF-8 encoding

[prefs]
prioritize excludelist=1

[include]
*

[exclude]

[exclude]-ის ქვევით ვწერთ შემდეგს (თუ უკვე წერია რამე, არ წაშალოთ):

*-ad.cgi*
*-ads/*
*.2o7.net*
*.ad-*
*.ad.*
*.adbrite.*
*.adrevolver.*
*.ads.*
*.adserver.*
*.adtomi.*
*.advertising.*
*.atdmt.*
*.banner*
*.blogads.*
*.casalemedia.*
*.click*
*.doubleclick.*
*.fastclick.*
*.google.*/adfetch*
*.googleadservices.*
*.googlesyndication.*
*.kontera.*
*.linkbuddies.*
*.mochibot.*
*.overture.*
*.pheedo.com*
*.qksrv.*
*.quantserve.*
*.roar.*
*.slickkicks.*
*.tradedoubler.*
*.tradepub.com*
*.trafficzap.*
*.tribalfusion.*
*/accresults.*
*/ad.*
*/ad/*
*/ad_*
*/adbot.*
*/adc_*
*/adclient.*
*/adcouncil/*
*/adframe.*
*/adgifs/*
*/adgraph/*
*/adimages/*
*/adinfo*
*/adlog.*
*/adlog/*
*/adrotator.*
*/ads.*
*/ads/*
*/ads_*
*/advert*
*/adview.*
*/affiliates/*.js
*/banner/*
*/banners/*
*/hotfreebies.html*
*/housead/*
*/liveads/*
*/pagead/*
*/phpads/*
*/pop.cgi*
*/pop.htm
*/pops/*
*/poptest.*
*/popup/*
*/printads/*
*/redir.asp*
*/skyscraper/*
*/softad/*
*/sponsor/*
*/sponsors/*
*/tw/adt*
*120x240*
*120x600*
*120x90*
*160x600*
*234x60*
*336x280*
*468x60*
*728x90*
*_ad.js
*_ad_*
*_ads.js
*_ads_*
*_advert*
*_adx_*
*_banner_*
*_borders/*
*_superad*
*a.p.f.qz.*
*a.r.tv.*
*ad-flow*
*ad.trafficmp.*
*ad_type*
*adbot*
*adclick*
*adclix*
*adclub*
*adcycle*
*adflight*
*adframe*
*adimage*
*adknowledge*
*adlink*
*adlogix.*
*admaximize*
*admex*
*admonitor*
*adpulse*
*adrunner*
*adserv*
*adsoftware*
*adswap*
*adtomi.*
*aureate*
*avenuea*
*banner.*
*banners.*
*bluestreak.*
*burstmedia*
*burstnet*
*clickxchange*
*darkblue.*
*darkbluesea.*
*dbbsrv.*
*exitpopup*
*flycast*
*focalink*
*headerpopup*
*hitexchange*
*hitlist*
*hitsites*
*houseads_*
*i.us.rmi.yahoo.*
*imaginemedia*
*intellitxt*
*jsads*
*linkads*
*linkexchange*
*linkpopup*
*linkshare*
*linksynergy*
*media.fastclick*
*paypopup*
*popieen.*
*popme.*
*popunder*
*popupad*
*ps.interpolls.*
*radiate*
*secure.webconnect*
*smartsize_*
*spinbox.versiontracker.*
*spylog*
*subs.timeinc.*
*toolbar.google.*
*trafic.ro/*
*us.a1.yimg.*
*us.f.yahoofs.*
*valueclick*
*x.mycity.*
*z.about.*
*zdmcirc*

შეინახეთ ფაილი და ჩართეთ Opera. შედით რომელიმე რეკლამების შემცველ საიტზე და იგრძენით განსხვავება :-)

ეს მეთოდი რეკლამებს ბლოკავს რეკლამების მომწოდებელი კომპანიების ვებ-გვერდების დაბლოკვის გზით, ასე რომ, მეთოდის გამოყენებისას ვერც ამ რეკლამის მომწოდებელი კომპანიების ვებ-გვერდებზე შეხვალთ. ასევე, მეთოდი ითვალისწინებს გარკვეულ "პროაქტიულ" დაბლოკვას (სურათის ზომის, სახელის და მდებარეობის მიხედვით) და შეიძლება ხანდახან ისეთი ობიექტებიც დაბლოკოს, რომლებიც რეკლამას არ შეიცავენ (თუმცა ეს დიდად მოსალოდნელი არაა, თვითონ ავტორი დიდი ხანია იყენებს ამ ფილტრს და ჯერ პრობლემას არ წასწყდომია).

ფილტრის მართვა შესაძლებელია გრაფიკული ინტერფეისიდან, მისამართზე Tools > Preferences > Advanced > Content > Blocked Content.
 
 
წყარო www.compinfo.ge
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1626 | დაამატა: G_O_G_A | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები