|
|
|
|
კონტექსტური მენიუს გაწმენდა||სტატიები |
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 1971 | 2009-05-07 |
შესავალი
აურაცხელი პროგრამების დაყენების შემდეგ ჩვენი Windows-ის კონტექსტურ მენიუში ჩნდება, სხვადასხვა ბრძანებები, რომლებიც ხშირად არ გვჭირდება (მითუმეტეს თუ ამ პროგრამებს წავშლით და ისინი მაინც დატოვებენ თავის კვალს კონტექსტურ მენიუში), მოკლედ დადგა დრო რომ მივყვეთ ყველაფერს და შევეცადოთ გავწმინდოთ იგი, დავტოვოთ მასში მხოლოდ გამოსადეგი ბრძანებები და განყოფილებები.
როგორც ზემოთ ვახსენე კონტექსტურ მენიუში სხვადასხვა პროგრამები (Winrar, Winamp, და სხვ.) ამატებენ თავიანთ ბრძანებებს, რათა მომხმარებლისთვის უფრო მოხერხებული იყოს მათთან მუშაობა, მაგრამ ზოგიერთ ბრძანებას უმეტეს შემთხვევაში არავინ იყენებს (ამასობაში კონტექსტური მენიუ იზრდება და იზრდება!) მაგ: „Enqueue in Winamp” გამოგიყენებიათ როდესმე? მე მაგალითად არასოდეს არ მიმიმართავს ამ ბრძანებისთვის, კიდევ არის უამრავი ასეთი პატარა წვრილმანი ბრძანება, რომელიც ჩვენს კონტექსტურ მენიუს გეომეტრიული პროგრესიით ზრდის:–) მენიუს გაწმენდის მრავალი საშუალება არსებობს, მაგალითად ზოგიერთ პროგრამას აქვს პარამეტრებში ამ ბრძანებების მოშორების შესაძლებლობა, მაგრამ თუ ეს პროგრამა წაშლილია და დატოვებული აქვს ბრძანება
...
კითხვის გაგრძელება »
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
ანტივირუსები – როგორ და რატომ||სტატიები |
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 1781 | 2009-05-07 |
დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?
თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.
დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.
...
კითხვის გაგრძელება »
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
Start Menu-ს სახელის შეცვლა||სტატიები |
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 1608 | 2009-05-07 |
შესავალი
ადრე ”კომპინფო”-ს ბეჭდვითი ჟურნალის პირველ ნომერში, სტატიაში ”Start->Trast ანუ რომელი გვირჩევნია” იყო აღწერილი მეთოდი, თუ როგორ შეიძლებოდა Windows Start Menu-ს სახელის შეცვლა, მაგრამ ადრინდელ სტატიაში აღწერილ მეთოდს ქონდა რამოდენიმე მინუსი, 1. ის, რომ არ შეიძლებოდა 5 ასოზე ან ციფრზე მეტის გამოყენება და მეორე, საკმაოდ რთულად შერულებადი ოპერაცია იყო. ამ სტატიაში განვიხილავთ იგივე თემას (საუბარია Start Menu-ს სახელის შეცვლაზე), მაგრამ ორი დადებითი თვისებით, არ ვართ შეზღუდულნი ასოების და ციფრების რაოდენობაში და მეორე ყველაფერი გაცილებით მარტივია, მოკლედ შევუდგეთ საქმეს და მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით: პირველ რიგში დაგვჭირდება პროგრამა Resource Hacker და String Editor (იმ შემთხვევაში თუ გვჭირდება ქართული წარწერა, შემდეგში მოგვიწევს რეესტრში გასეირნება.
Start Menu-ს პირვანდელი სახე
ოპერაცია “Ы”
საქმეში წარმატების მისაღწევად დაგვჭირდება ფაილი Explorer.exe რომელიც მდებარეობს საქაღალდეში C:\Windows\ (თუ რა თქმა უნდა Windows-ი C დისკზე გიყენიათ), პროგრამა Resource Hacker-ი (String Editor-ს ქვემოთ განვიხილავთ) და Windows
...
კითხვის გაგრძელება »
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
პორტების სკანირება||სტატიები |
დაამატა:G_O_G_A
| ნანახია 1983 | 2009-05-07 |
პორტების სკანირება თავსატკივარი, ან იქნებ...
ვის არ უნახავს, ცეცხლოვანი კედლის (Firewall) შეტყობინება, რომ თქვენს პორტებს ვიღაც ბოროტი ბიძია ასკანირებს. ზოგ ახალბედას ეს საკითხი ცნობისმოყვარეობას უღვივებს, ზოგიც ამ ფანჯარას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ რას ნიშნავს და რა დანიშნულება აქვს ამ ფანჯარას, ყველას აინტერესებს. და მაინც რა არის პორტების სკანირება?
ამ სტატიაში ვეცდები ზოგადად ავხსნა ეს საკითხი და ასევე შემოგთავაზოთ პატარა მიმოხილვა, თუ როგორ დავასკანიროთ პორტები და როგორ დავიცვათ თავი. იმისათვის, რომ ეს საკითხი კარგად გაიგოთ, საჭიროა, იცოდეთ TCP/IP “ჩაინიკის” დონეზე, არჩევდეთ ლოკალურ და გლობალურ ქსელებს, ასევე იცოდეთ რას წამოადგენენ პორტები. თუ ამის ცოდნაში ეჭვი გეპარებათ გადაიკითხეთ ja_ja-ს სტატია
...
კითხვის გაგრძელება »
|
| |
|
|
|
| |
|
|